მთავარითავდაცვა-შეიარაღებათავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის მანქანები გადაეცა

თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის მანქანები გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული შვიდი ერთეული „დიდგორის“ ტიპის მრავალმიზნობრივ პლატფორმაზე შექმნილი სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის მანქანა გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯავშანმანქანების გადაცემის ცერემონიალი ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა გამოფენილი ჯავშანმანქანები დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მახასიათებლებს გაეცნენ.

შვიდი ერთეული ინტეგრირებული ქსელების მანქანა თავდაცვის ძალების მოთხოვნებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით დაპროექტდა და შეიქმნა.

კავშირგაბმულობის მანქანის ეკიპაჟი ოთხი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. ჯავშანმანქანა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფისთვის გამოიყენება. ინტეგრირებული ქსელების მანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისა და აფეთქებისგან დაცვას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის შესაბამისად უზრუნველყოფს.

ინტეგრირებული ქსელების მანქანა „დიდგორების“ ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც „დელტას“ სპეციალისტების მიერ შეიქმნა და ქართულ თავდაცვის ძალებს გადაეცა. სამომავლოდ, აღნიშნული ჯავშანმანქანებით თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფა კვლავ გაგრძელდება.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა