ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოებაოჩო ფეხებზე შემდგარი ტროლების აღიარებული რეჟიმი

ოჩო ფეხებზე შემდგარი ტროლების აღიარებული რეჟიმი

რამდენიმე სიახლეს გაგიზიარებთ, ზოგს დაუჯერებელსაც კი, წერს სოციალურ ქსელში ბექა ბეგთაბეგი!

🔻1. რუსული რეჟიმის ტროლების მომრავლება გამოწვეულია რუსული რეჟიმის ახალი მიდგომით, რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ შსს, თავდაცვის სამინისტროს და დაცვის პოლიცია (აქამდე ცნობილი სკოლისა და ბაღის მასწავლებლები) თავის თანამშრომლებს აქმნევინებს ყალბ პროფილებს და პროევროპულად და კრიტიკულად განწყობის საზოგადოებაზე მიმდინარეობს სოც ქსელებში ფსიქოლოგიური ზეწოლა, ლანძღვა-გინება, ფსიქოლოგიური ტერორი, დაშინება, სიკვდილის მუქარა და ა.შ.

🔳არ არის რთული მათი პროფილების ამოცნობა, ეს არის უინტელექტო, უარგუმენტო, უწიგნური და რუსული სპეცსამსახურების მიერ პროპაგანდით და მათი ფაშისტური იდეოლოგიით აგრესიული არარაობები, მუქარა მხოლოდ სოც ქსელებში დამალულებს შეუძლიათ, არიან ლაჩრები და მშიშრები, კატასტროფულად ეშინიათ საკუთარი თავის გამომჟღავნების მარტივი მიზეზის გამო, რეჟიმის ცვლილების შემდგომ ყველა მათგანი კანონით დაისჯება მათ შორის სისხლის სამართლის და ფსიქოლოგიური ტერორიზმის მუხლით.

🔻2. კიდევ უფრო შემაშფოთებელი ინფორმაციაა ის, რომ საქართველოში რუსულ რეჟიმს და მის სპეცსამსახურებს აქტიურად ეხმარება რუსეთში, კონკრეტულად კი როსტოვში განთავსებული ფსბ-ს ტროლ-ბოტების ქარხანა, სამშობლოს მოღალატე ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების ე.წ. ჩინოვნიკების მოწონებების გაზრდის და მათი პროპაგანდისტული ტვ თუ სააგენტოების მოწონებების გაზრდისთვის, ასევე კრიტიკული მედიის და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაშავება და იმიჯის შემლახავი ინფორმაციების გავრცელებისთვის.

🔳ასევე რუსეთის სპეცსამსახურების რეკომენდაციით და მათი აქ მომუშავე რეჟიმთან მოთანამშრომლე აგენტების (პროპაგანდის მხრივ) დამატებით შექმნილია ასობით გვერდი თუ სააგენტოს მსგავსი პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებები ასევე სპორტის, ისტორიის თუ მუსიკის საფარქვეშ შექმნილი საიტები სადაც მიმდინარეობს ფარული პროპაგანდა რეჟიმის მხარდასაჭერად.

🔻3. ყველას მოგეხსენებათ, როგორ მუშაობს რუსული მედიის პროპაგანდისტული ტვ თუ ასობით ე.წ. სააგენტო მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე შექმნილ საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც საინფორმაციო გადაცემებს ასევე თითქმის ყველა არხზე გასულ პროექტს, რომელიც მართლაც, რომ შესაშური უნიკალურობით არის დაგეგმილი და გაჟღერებული, შეფუთული პროპაგანდისტული, სიცრუის და დეზინფორმაციის ნიაღვარი ადამიანების ტვინების გამოსარეცხად, რაც აშკარაა, რომ მართლაც ძალიან კარგად მუშაობს რუსული რეჟიმის ე.წ. ჩინოვნიკების მხარდასაჭერად, ევროკავშირის, აშშ-ს და ბრიტანეთის წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გასავრცელებლად და იმიჯის შესალახად.

🔳მინდა ვთხოვო ამ დარგის სპეციალისტებს, პროფესიონალებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ყურადღების მიღმა არ დარჩეთ ეს პროპაგანდის მთავარი წყარო, რომელიც ვრცელდება და ფარავს მთელს ქვეყანას.

– ცეცხლი ოლიგარქიას! 🔥

– დიდება საქართველოს! 🇬🇪

– ჩვენ გავიმარჯვებთ! ✊

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები”

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა, რომ "საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები". "საკმაოდ დიდი ხნის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა