კვირა, იანვარი 11, 2026
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაპირველად ცივი ომის შემდეგ, აშშ გერმანიაში კიდევ ერთხელ განათავსებს ისეთ შეიარაღებას, რომლითაც...

პირველად ცივი ომის შემდეგ, აშშ გერმანიაში კიდევ ერთხელ განათავსებს ისეთ შეიარაღებას, რომლითაც რუსეთის მთელი ტერიტორიის დაბომბვა შეიძლება

რუსეთის შეკავების მიზნით, შეერთებული შტატები მიიღებს ზომებს ნატოს ევროპელი პარტნიორების დასაცავად. კერძოდ, იგეგმება Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ დისტანციაზე მოქმედი იარაღის გერმანიაში 2026 წლიდან განთავსება. 

ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატებისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 10 ივლისს, ნატოს სამიტის ფარგლებში, ვაშინგტონში გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ასევე ნახსენებია საზენიტო რაკეტები SM-6 და ახალი ტიპის ჰიპერბგერითი იარაღი, “რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო დიდი დიაპაზონი, ვიდრე ამჟამად ევროპაში განთავსებულ სახმელეთო სისტემებს.”

სააგენტო dpa ხაზს უსვამს, რომ პირველად ცივი ომის შემდეგ, გერმანიაში კიდევ ერთხელ განთავსდება ისეთი შეიარაღება, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა შეიძლება.

Tomahawk-ის ფრთოსან რაკეტებს შეუძლიათ ღრმად შეაღწიონ მტრის ტერიტორიაზე დაბალ სიმაღლეებზე და გაანადგურონ ისეთი მნიშვნელოვანი სამიზნეები, როგორიცაა სარდლობის ცენტრები, ბუნკერები და რადარები. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდანვე გააფართოვა ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობა გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, რათა უფრო ეფექტურად დაეცვა ნატოს ტერიტორია.  

წყარო: realpolitika.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

44 სანქცირებული მოსამართლე (ჯამში 47) — „ოცნების“ მართლმსაჯულების მიღწევა 2025 წელს

დასავლეთის ქვეყნებმა 2025 წელსაც, წინა წლების მსგავსად, „ქართული ოცნების“ ათობით წარმომადგენელი და მოკავშირე დაასანქცირეს. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომლებიც „ოცნების“ რეპრესიების ფარგლებში განსჯიდნენ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა