ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
Google search engine
მთავარიჰოროსკოპი14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. ეცადეთ, პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. შესაძლოა, საღამოს სტუმრები გეწვიონ და ოჯახის წევრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

კურო

მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ ეცადეთ, საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. შეიძლება ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ნერვიულობა მოგიწიოთ. დაიცავით ზომიერება ყველაფერში, განსაკუთრებით კვებაში. მოერიდეთ ცხარე და მარილიან კერძებს.

ტყუპები

ამ დღეს სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ – ყურადღების მოდუნებას შეიძლება შეცდომა მოჰყვეს. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. ერიდეთ ვირუსებს და დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

კირჩხიბი

მიმდინარე საქმეებში მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები. შესაძლებელია მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ – შესაძლოა, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. სამსახურში ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ შეგიძლიათ, ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობისგან თავის შეკავება ჯობს.

ლომი

თუ სამოქმედო გეგმას შეადგენთ და თანმიმდევრულად შეასრულებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. ალბათ დადგა დრო, რომ იზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც თავის დროზე უანგაროდ დაგეხმარნენ. საქმიდან, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, შესაძლოა, დიდი მოგება მიიღოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ქალწულებისთვის. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ ეცადეთ, მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე და ახლობელ ადამიანებზე გადაიტანოთ.

სასწორი

ამ დღეს გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ არ იზარმაცებთ, დაწყებულ საქმეს დროულად დაასრულებთ და ჯილდოს დაიმსახურებთ. სამსახურებრივ საქმეებთან დაკავშირებით შეიძლება, სამართლებრივი საკითხების მოგვარება ან სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ. მოსალოდნელია შეხვედრები გავლენიან ადამიანებთან.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. ჩხუბის შემთხვევაში, თქვენი მხრიდან კონფლიქტის მხარეების შერიგების ყველა თქვენი მცდელობა მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. ნათესავის რჩევა ძველი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

არახელსაყრელი დღეა ბიზნესში აქტიურობისთვის, ამიტომ ეცადეთ, მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე და ახლობელ ადამიანებზე გადაიტანოთ. თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება, გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. ერიდეთ ვირუსებს და დაიცავით ექიმის რეკომენდაციები.

თხის რქა

დღევანდელი საღამო ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის ქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობრების სტუმრობა დარდს დაგავიწყებთ და ოპტიმიზმით აავსებთ.

მერწყული

ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. რთულ დროს შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ – ის პრობლემებთან მარტო არასოდეს დაგტოვებთ. ფრთხილად იყავით სამსახურში – ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს.

თევზები

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ზედმეტმა ემოციებმა და ნერვიულობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. გახსოვდეთ, რომ ვინც არ ფიქრობს შორეულ სირთულეებზე, ახლო უსიამოვნებები ელით.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა