ორშაბათი, მაისი 13, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებასაქართველო აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას - „Trojan Footprint”...

საქართველო აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას – „Trojan Footprint” და აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას – „Noble Parter“ უმასპინძლებს

2024 წელს საქართველო აშშ-ის ევროპული სარდლობის სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნულ სწავლებას – „Trojan Footprint” და აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებას – „Noble Parter“ უმასპინძლებს. ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.


ამასთან, ქართველი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ორგანიზებით უცხოეთში დაგეგმილ სწავლებებში. აშშ-თან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წლიდან აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელიც 2027 წლის ჩათვლით გაგრძელდება. GDDEI მიმართულია ქვეყნის შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, წინააღმდეგობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ. იგი ხელს უწყობს NATO-ს თავსებადობის გაზრდას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარებას,“ წერია დოკუმენტში.

მისივე მიხედვით, „2024 წლისთვის აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.“


ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველო ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი აქტორია, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდამ კი, კიდევ უფრო აქტუალური გახადა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება. „აღნიშნულ კონტექსტში, მნიშვნელოვანია შესაბამის ქვეყნებთან სტრატეგიულ-პოლიტიკური კავშირების ისევე როგორც, სექტორული თანამშრომლობის, კიდევ უფრო გაღრმავება.


მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა სატრანსპორტო/ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთ-დასვლეთს შორის ტვირთებისა და ენერგომატარებლების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით.

საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ამ მხრივ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როგორც ევროკავშირთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებით მუშაობის გააქტიურება, ასევე, თანამშრომლობის გაძლიერება აზიის, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების განმტკიცებასა და ურთიერთობების მაღალ/სტრატეგიულ დონეზე განვითარებას, პირველ რიგში, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და განვითარების მიზნით.


მნიშნელოვანი იქნება არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული რეგიონების ქვეყნებში საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო, 12 სატრანზიტო და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია-განმტკიცება.


სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, გლობალურ და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტიური ჩართულობა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარება/პოზიციონირება იქნება,“ ნათქვამია დოკუმენტში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

„50-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს“ – Freedom House

Freedom House-ი 50-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ისინი მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავენ ქართული სამოქალაქო სექტორის მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა