მთავარიპოლიტიკასაქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს – Freedom House-ის...

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს – Freedom House-ის ანგარიში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს.

ორგანიზაციის 2026 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, „რეპრესიის განმახორციელებელი სახელმწიფოების ჯგუფი გაფართოვდა. ექვსი ახალი ქვეყანა — ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე — გამოვლინდა, როგორც ტრანსნაციონალური რეპრესიის ტაქტიკების გამოყენებელი“.

ტრანსნაციონალური რეპრესია ნიშნავს, რომ სახელმწიფოები საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ახორციელებენ დევნას – აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და დიასპორის წევრების წინააღმდეგ.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, სულ მცირე 54 სახელმწიფოს აქვს მცდელობა, „გააჩუმოს საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტები“, რაც მსოფლიოს ქვეყნების მეოთხედზე მეტს შეადგენს.

Freedom House აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე არაპირდაპირ მეთოდებს — უკანონო დაკავებებს, იძულებით დაბრუნებას, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებას და ზეწოლას ემიგრაციაში მყოფ პირებზე.

ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ ტრანსნაციონალური რეპრესია ხორციელდება სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გზითაც, რაც ართულებს დისიდენტების დაცვას უცხო ქვეყნებში.

საქართველოს კონტექსტში, ორგანიზაცია კონკრეტულ შემთხვევებს არ აღწერს. ქვეყანა ანგარიშში მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთ აბზაცშია მოხსენიებული.

ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ტრანსნაციოალური რეპრესიების ტენდენცია ქმნის სერიოზულ გამოწვევას როგორც ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ისე დემოკრატიული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, სადაც დისიდენტები ხშირად ცდილობენ თავშესაფრის პოვნას.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო გლობალური ბრძოლის ველია დიქტატორების წინააღმდეგ – ინტერვიუ კონგრესმენ ჯო უილსონთან

„ქართველი ხალხი იმსახურებს ჭეშმარიტად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“ - კონგრესმენი ჯო უილსონი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის შეფასებით, საქართველო კვლავაც რჩება სტრატეგიულად...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა