თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა, რომ “საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები”.
“საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ოლიგარქები ან კიდევ რა შეიძლება, ვუწოდოთ მათ, საქართველოში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში აკეთებდნენ გზავნილებს, რომ დაივიწყეთ გაფართოების შესახებ, რადგან ეს საერთოდ არ მოხდება. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ძალიან მკაფიო არგუმენტი, მტკიცებულება მოვიყვანოთ, რომ გაფართოება მოხდება და საქართველოს შეუძლია, დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, რა თქმა უნდა, თუ საქართველოში მოხდება ცვლილებები”, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.










