მთავარიპოლიტიკასაქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას შედეგი ევროკავშირიდან ჯაჭვური რეაქციით მოჰყვა

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას შედეგი ევროკავშირიდან ჯაჭვური რეაქციით მოჰყვა

ევროპიდან ქართველების დეპორტაციის დაწყება და კონკრეტულად გერმანიიდან, ეს პოლიტიკური გზავნილია, რომ თუ საქართველო და მისი ხელისუფლება გააგრძელებს ოკუპანტ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებით ეკონომიკურად, რაც უკვე 85%-ზეა ასული, პოლიტიკურ ფლირტს, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მათი ქვეყნის მოდელზე ოცნებას, ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება, მაგალითად დეპორტაციის დაწყების გარდა, მკვეთრად შემცირებულია ევროპიდან საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვები, ინვესტიციები, ფინანსური დახმარება, თანამშრომლობა სამხედრო სფეროში და ა.შ.

შემდეგი ნაბიჯები სავიზო მიმოსვლის გაუქმება, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების გადახედვა, საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერის შემცირება და სანქციები იქნება, რაც შეიძლება საქართველოსთვის უმძიმესი შედეგებით დამთავრდეს, როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად და დემოგრაფიული თვალსაზრისითაც.

ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორების მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

საბოლოო ჯამში მარტივად გვაქვს საქმე, ან ამ ხელისუფლებას ვცვლით და სწრაფად მივდივართ რეფორმების გზით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით ან რუსული გემის თანამგზავრები გავხდებით.

იმედია პირველს ავირჩევთ და ეს ყველაფერი ფლეგმატიზმიდან მოქმედებაში გადაიზრდება.

დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის გაფართოების გეგმიდან გაქრა – საქართველო EU-ს მიღმა დარჩა | რას ამბობენ “ოცნებაში” და რას ამბობს ოპოზიცია

საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა რჩება. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების მთავარი პრიორიტეტები და მომდევნო ეტაპები წარადგინა, თუმცა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა