ორშაბათი, მაისი 6, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკაუკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს...

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, Brent-ის ტიპის (Brent Clude – ნავთობის საეტალონო მარკა) ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $97.44-ს გადააჭარბა, რაც ბოლო 7 წლის ყველაზე მაღალი ნიშნულია, – ამის შესახებ BBC წერს.

რუსეთი, საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია. ამასთან, ბუნებრივი აირის მიმწოდებელთა რეიტინგის სათავეშია.

„უკრაინა-რუსეთის კრიზისს შეიძლება არსებითი შედეგები მოჰყვეს. სანქციები, რომლებიც რუსეთს აიძულებს, ნაკლები ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს, გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს“, – ამბობს Manulife Investment Management-ის წარმომადგენელი სიუ ტრინი.

სფეროს ექსპერტები არ გამორიცხავენ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბოს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღიარებიდან რამდენიმე საათში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასისკენ რუსული სამხედრო ტექნიკა უკვე დაიძრა.

„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ – ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კიევი ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს მიწვევაზე, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად” – აშშ-ის ელჩი

აშშ-ის საელჩო ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა