უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართული ნაციონალური ლეგიონის მეთაური, მხედრული მამაცობის ორდენის კავალერი, მამუკა მამულაშვილი დონალდ ტრამპზე:
“ქართული ლეგიონი იყო ის პირველი დანაყოფი, არც ვიტყვი, რომ ერთერთი პირველი – პირველი დანაყოფი იყო, ვინც შეეგება რუსებს ამ ბრძოლაში (გოსტომელის, ირპენის და ვორზელის ბრძოლა, კიევის კამპანია).

რაზე ლაპარაკობს ტრამპი ჩვენთვის გაუგებარია.
საერთოდ, იმიტომ, რომ იმდენად დილეტანტია ამ სფეროში, რომ საერთოდ ვერ ხვდება რაზეა ლაპარაკი, როგორ დაიწყო ომი და რაღაც გაურკვეველი მაგალითები მოჰყავს.
ეს სასაცილოა, ნუ, ეს არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც უნდა ჰყავდეს მრჩევლები, რომლებიც ყოველ შემთხვევაში შეუზღუდავენ სისულელეების ლაპარაკს.
ეს ადამიანი ლაპარაკობს ისეთ სისულელეს, რაც, ნუ არ ვიცი, მე-3 კლასის ბავშვს არ შეეშლებოდა, ვინც ცოტა მაინც წაიკითხა რუსეთ-უკრაინის ომზე.
ესაა სუფთა, სუფთა წყლის სისულელე, რაზეც ლაპარაკობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მე ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს: რუსეთს აქვს კომპრომატები შეერთებული შტატების პრეზიდენტზე და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლაპარაკობს იმას, რასაც ეუბნება რუსეთის პრეზიდენტი.
ესაა მთელი ამ სიტუაციის სიმართლე.
ნუ, მე როგორც ჩვეულებრივ ჯარისკაცს, შემიძლია ვთქვა სიმართლე და ვილაპარაკო ის, რაც რეალურად ხდება. მე არ ვარ პოლიტიკოსი, რომ რაღაც შეზღუდვა მქონდეს.
რეალურად ტრამპი ასრულებს იმას, რასაც ეუბნებიან რუსები და რუსული სპეცსამსახურები კონსულტაციის მიცემით.
ისე, რომ სისულელეა, რაზეც ლაპარაკობს ეს ადამიანი, სისულელეა, რასაც აკეთებს ეს ადამიანი და ამ ადამიანს საერთოდ არ გააჩნია მორალი, როდესაც ყოველდღიურად იღუპება ათასობით უკრაინელი ბავშვი. ეს ლაპარაკობს რუსეთის ნავთობის მიღებაზე და უკვე გზაშია ეს ნავთობი შეერთებული შტატებისკენ.”










