პარასკევი, ივნისი 20, 2025
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღება"აბლაბუდა" - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უნიკალური სპეცოპერაცია, რომელიც 1.5 წელი...

“აბლაბუდა” – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უნიკალური სპეცოპერაცია, რომელიც 1.5 წელი იგეგმებოდა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაცია “აბლაბუდას” შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის შედეგად მეტოქემ $7 მილიარდის ზარალი მიიღო, განადგურებულია და მძიმედ დაზიანებულია 41 სტრატეგიული დანიშნულების საფრენი აპარატი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “აბლაბუდას” შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა.

გთავაზობთ სრულ განცხადებას:

“7 მილიარდი აშშ დოლარი – ესაა მტრის სტრატეგიული ავიაციის ღირებულება, რომელიც დღეს უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია “აბლაბუდას” შედეგად დაზიანდა.

რუსეთის ძირითადი ავიაბაზების ტერიტორიაზე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34% დაზიანებულია.

სპეცოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის კი რუსებს მხოლოდ ერთს ვეტყვით:

“თქვენ გეგონათ, რომ უკრაინა მარტივი იქნებოდა? უკრაინა – შესანიშნავია. უკრაინა – უნიკალურია. მის თავზე ისტორიის ყველა ბულდოზერმა გადაიარა. მან ყველა სახის გამოცდას გაუძლო. ის უძლიერეს ცეცხლშია გამოწრთობილი. თანამედროვე სამყაროში მისი ფასი განუზომელია” – ლინა კოსტენკო

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მტერი ჩვენი მიწიდან გავაძევოთ!

იერიშები მიგვაქვს ზღვაზე, ჰაერსა და ხმელეთზე. თუ საჭირო გახდა, მიწის ქვეშიდანაც მივწვდებით.

⭕️ წინასწარი მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის FPV კამიკაძე დრონებით განხორციელებული თავდასხმებისას რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მთლიანი დანაკარგები- დოკუმენტირებული ფოტო- ვიდეო ფაქტების თანახმად შეადგენს:

⚫️ მურმანსკის ოლქი, ოლენის ავიაბაზა:

— 4 Tu-95MS განადგურდა.

— 1 An-12-ის ტიპის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი.

⚫️ ირკუტსკის ოლქი, ბელაიას ავიაბაზა:

— 3 Tu-95MS განადგურდა.

— 4 Tu-22M3 განადგურდა.

— 1 Tu-95MS მძიმედ დაზიანდა( ჩამოსაწერია).

წინასწარი მონაცემები უნიკალური ოპერაციის შესახებ:

117 დრონი – ოპერაციის შესასრულებლად

5 სამხედრო-საავიაციო ბაზა – გახდა იერიშის სამიზნე

3 დროის სარტყელი – მოიცვა ოპერაციამ

$7 მილიარდი – რუსეთის სავარაუდო ზარალი

41 თვითმფრინავი – განადგურებული ან დაზიანებული

34% – რუსეთის სტრატეგიული ავიაციის შეფასებული დანაკარგი

1.5 წელი – გაგრძელდა ოპერაციის დაგეგმვის ეტაპი

🇺🇦 ყველა უკრაინელი მონაწილე – დაბრუნდა უკრაინაში ოპერაციის დაწყებამდე.

💬

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სრულიად უნიკალური ოპერაციაა. რუსეთში ჩვენი ოპერაციის “ოფისი” ФСБ-ს მთავარი სამმართველოს გვერდით მდებარეობდა… ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოვიყენეთ და მუშაობდნენ შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორები… სამხედრო ბაზებზე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34%-ს დავარტყით” | ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში და რუსეთის აეროდრომებზე დღეს განხორციელებულ თავდასხმებს აჯამებს.

ამავე დღეს, ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში, მელიტოპოლის რაიონში ახლოს, უკრაინის დაზვერვამ რუსული სატვირთო მატარებელი ააფეთქა.

ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, სამხედრო დანიშნულების მატარებელს ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით საწვავით სავსე ცისტერნები გადაჰქონდა.

“აფეთქების შედეგად, საწვავით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყირიმის საკვანძო ლოჯისტიკური არტერია დაზიანებულია”. 
ასევე აფეთქებულია სამი სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი – წერია დაზვერვის ანგარიშში.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა