მთავარითავდაცვა-შეიარაღებააშშ-ის გარეშე, მაგრამ უკრაინასთან ერთად - ევროპა საკუთარი უსაფრთხოების ალიანსის შექმნას განიხილავს

აშშ-ის გარეშე, მაგრამ უკრაინასთან ერთად – ევროპა საკუთარი უსაფრთხოების ალიანსის შექმნას განიხილავს

‼️ POLITICO: 🇬🇧🇪🇺🇺🇦 აშშ-ის გარეშე, მაგრამ უკრაინასთან ერთად: გრენლანდიისა და სხვა სადავო საკითხებზე
ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ევროპა საკუთარი უსაფრთხოების ალიანსის შექმნას განიხილავს აშშ-ს გარეშე და უკრაინის მონაწილეობით | გამოცემა წერს, რომ ტრამპის მუქარა გრენლანდიასთან დაკავშირებით და ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების შემოღება, ევროპის დედაქალაქებისთვის „ბოლო წვეთი“ აღმოჩნდა. ევროკავშირსა და მის გარეთ უკვე არსებობს მსურველთა კოალიცია – დაახლოებით 35 ქვეყნის ჯგუფი, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის, რომლებიც კოორდინაციას უწევენ მოქმედებებს აშშ-ის მონაწილეობის გარეშე.
🔴 Politico აღნიშნავს, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ახალი ალიანსის მთავარი ელემენტი, როგორც ევროპაში ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა – დიდი არმიით, განვითარებული დრონების ინდუსტრიითა და რეალური საბრძოლო გამოცდილებით – “საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალასთან ერთად, ასეთი ბლოკი სერიოზულ ძალად გადაიქცეოდა” – წერს გამოცემა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ნაურუს მთავრობა: ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება ოფიციალურად გავაუქმეთ

ნაურუს მთავრობა აცხადებს, რომ ოფიციალურად გააუქმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. "შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივი ძალით შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. აღნიშნულ ქვეყნებს...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა