ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტი განიხილა და მას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 345-მა კონგრესმენმა დაუჭირა, საიდანაც 165 რესპუბლიკელია, 180 კი – დემოკრატი.
შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა.
მანამდე, კანონპროექტი სენატში კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებთან – სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
რა განცხადებები გაკეთდა წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტის განხილვისას:
- “კანონი სანქციებს დაუწესებს რეჟიმს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და პროდასავლურ ტრაექტორიას” | ბრაიან მასტი
- “MEGOBARI აქტი პასუხია საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიაზე. ეს აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ” | რესპუბლიკელი კონგრესმენი
- “არალეგიტიმური “ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა, ის დასანქცირდება… ივანიშვილი ცდილობს [ქვეყანა] პუტინთან დააახლოოს” | სტივ კოენი
- “ოცნების” არალეგიტიმური რეჟიმი, ამერიკის მოძულე მაფიოზური დაჯგუფება ახშობს ხალხის ნებას… ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს “ოცნების” მაღალჩინოსნების წინააღმდეგ” | უილსონი
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 27 მარტს საკანონმდებლო ინიციატივა უკვე განიხილა და მიიღო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.
ცნობისთვის, MEGOBARI აქტი პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება:
- 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებულ ყველა პირს;
- მოქმედ მაღალჩინოსნებს;
- მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ;
- მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა

ვის სანქცირებას ითვალისწინებს აშშ-ის MEGOBARI აქტი, რომლის კენჭისყრაც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის დროით 18:30 საათზეა დაგეგმილი (თბილისის დროით 02:30).
დოკუმენტში წერია, რომ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს იმ უცხო პირებს, მათ შორის ქართველ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. სანქციები ვიზების შეზღუდვასა და ქონების გაყინვას მოიცავს და შეეხება:
- 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პარლამენტში ან პარტიულ ხელმძღვანელობაში დასაქმებული ყველა პირი;
- მოქმედ მაღალჩინოსნებს;
- მათ ახლო ნათესავებს იმ შემთხვევაში, თუ მათი ქმედებებიდან გარკვეულ სარგებელს იღებდნენ;
- ასევე მათ, ვინც მონაწილეობდა კორუფციაში ან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეჩერებას ცდილობდა…
ცნობისთვის, MEGOBARI აქტი კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებთან – სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ უიზისთან ერთად წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.