ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
Google search engine
მთავარიUncategorizedაშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა,...

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიც არის ე.წ. “უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყონებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან

საქართველოში ჩაატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჯო ბაიდენი განცხადებას ავრცელებს.

შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, მე ღრმად შემაშფოთა ქვეყანის ბოლოდროინდელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ.

“მე ღრმად შემაშფოთა ქვეყანაში ბოლოდროინდელმა დემოკრატიულმა უკუსვლამ, მათ შორის კანონის ამოქმედებამ, რომელიც ჰგავს რუსეთის კანონებს, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.” – აღნიშნა ბაიდენმა.

“სულ ახლახანს, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის არაერთი ბოროტად გამოყენების, ასევე ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების ფაქტი. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც დამოუკიდებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.” – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიც არის ე.წ. “უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყონებლივ დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად.” – ვკითხულობთ ბაიდენი განცხადებაში.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, “ოცნების” არ აღიარება და ახალი არჩევნები | ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.  რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და "ქართულ ოცნებას" ე.წ....

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა