შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებასაყოველთაო სამხედრო სარეზერვო სისტემის რეფორმა

საყოველთაო სამხედრო სარეზერვო სისტემის რეფორმა

პრობლემა 1. არასაკმარისი თავდაცვის ბიუჯეტი, რეგიონში ყველაზე სუსტი თავდაცვის სისტემა

დღეს საქართველო თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით რეგიონში ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია. საქართველო არა მხოლოდ რუსეთსა და თურქეთს, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანს ჩამოუვარდება ცოცხალი ძალის, თავდაცვის ბიუჯეტის, არტილერიის, ტანკების, საბრძოლო თვითმფრინავებისა თუ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაოდენობით.

ამასთან, პრობლემურია თავდაცვის არსებული ბიუჯეტის ხარჯვაც, რომლის 90%-იც სამსახურებრივი, წოდებრივი სარგოსა და სახელფასო დანამატებში იხარჯება, შესაბამისად, მცირე რესურსი რჩება არმიის გადაიარაღებისთვის და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შესაძენად.

გამოსავალი: საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა მშპ-ის 6%-მდე და საყოველთაო სარეზერვო სისტემის რეფორმა.

თავდაცვის კონცეფციის შესამუშავებლად ჩვენ მაგალითად ავიღეთ ფინეთი, რომელიც არა იდენტური, თუმცა შედარებადი საფრთხის წინაშე იდგა საბჭოთა რუსეთის სახით.

ჩვენი ხედვით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს მშპ-ის 6%-მდე, 2,5 მილიარდ დოლარამდე, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება ვითარების შემოსაბრუნებლად.

არსებული სავალდებულო სამხედრო გაწვევის სისტემის ნაცვლად უნდა გატარდეს სამართლიანი, საყოველთაო სარეზერვო სისტემის რეფორმა, რომელიც თავდაცვის სისტემების მდგრადი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც შემთხვევითი პრინციპით შეირჩევა, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა, ექნება ვალდებულება, ჩაერთოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებაში.

ეროვნულ რეზერვში მოქალაქეები სამთვიან საბაზისო წრთვნას გაივლიან და გადამზადებაში დახარჯულ დროს მათ სახელმწიფო აუნაზღაურებს.

სისტემა წელიწადში არაუმეტეს 10,000 რეზერვისტს გადაამზადებს, საბოლოოდ ეროვნულმა რეზერვმა მოსახლეობის 5-დან 8%-მდე პერსონალი უნდა მოიცვას.

პრობლემა 2. ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ბუნდოვანება

დღევანდელი კანონმდებლობით, მოქალაქე, რომელსაც რელიგიური მრწამსი ძალის გამოყენებას უკრძალავს, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს გადის, თუმცა კანონი არ აზუსტებს ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ფორმას და შინაარსს, რაც უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს რელიგიური და არარელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეებს (მაგ. პაციფიზმი).

გამოსავალი: ეროვნული რეზერვის სისტემაში მონაწილეობისგან თავის არიდების საფუძვლების მკაცრად განსაზღვრა

თუ მოქალაქეს რელიგიური თუ არარელიგიური მრწამსი ძალის გამოყენებას უკრძალავს, მან უნდა გაიაროს იმგვარი ალტერნატიული სამსახური, რომელიც ღირებული და აუცილებელია ქვეყნის თავდაცვითუნარიონობისთვის.

ასეთია: სანიტარი, საინჟინრო, მეხანძრის, სამაშველო სამსახური და ა.შ.

იმისთვის, რომ ეროვნულ რეზერვში გაწვევისგან თავის არიდების არაკეთილსინდისიერი მცდელობებისგან თავი დავიზღვიოთ, სისტემა უნდა ითვალისწინებდეს მოქალაქის მხოლოდ იმგვარ მდგომარეობას, როგორიცაა სამედიცინო გამონაკლისი, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა და სხვა ნებისმიერი ლეგიტიმური მიზეზი, რომლებიც მოქალაქეს რეზერვში ეფეტური მსახურების შესაძლებლობას ართმევს.

ევროპული საქართველო

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა