სამშაბათი, ივლისი 15, 2025
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაახალი ძლიერი კავშირი რუსული აგრესიის წინააღმდეგ!

ახალი ძლიერი კავშირი რუსული აგრესიის წინააღმდეგ!

🇬🇧
🇫🇷
🇩🇪

ახალი ხედვა, ახალი ენერგია რუსული აგრესიის წინააღმდეგ!

1. ევროპის სამი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდა რომ უნდა დაიწყოს ევროპის სამხედრო პოტენციალის ტოტალური მოდერნიზაცია. ამიტომ ისინი ქმნიან სამხედრო ალიანსს და თავის სამხედრო ბიუჯეტებს მასობრივად ზრდიან.

ა) დიდი ბრიტანეთი –100 მილიარდი ფუნტ სტერლინგი.

ბ) საფრანგეთი- 130 მილიარდი ევრო

გ) გერმანია -200 მილიარდი ევრო.

ჯამში ეს მსოფლიოს მეორე სამხედრო ბიუჯეტი გამოდის აშშ-ს შემდეგ 450 მილიარდის ევროს ეკვივალენტით.

ამის გარდა ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა რომ სამხედრო ხარჯებს გაზრდის თავისი მშპ- 2.5 პროცენტამდე, პოლონეთი კი საერთოდ 5 პროცენტამდე ზრდის.

2. ამერიკის კონგრესმა აბსოლუტური უმრავლესობით, ერთსულოვნად გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას.

თავიანთ კოლექტიურ განცხადებაში კონგრესმენებმა შემდეგი რამე განაცხადეს:

„ჩვენი ერისა და მსოფლიოს თავისუფლების მოყვარულები მოწიწებით ქედს იხრებიან მამაცი, მრავალ ტანჯვა გამოვლილი უკრაინელი ხალხის წინაშე. ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ მათ სწრაფვას თავისუფლებისკენ. ჩვენ ვხედავთ, როგორ იბრძვიან მათი პატრიოტები ისევ და ისევ. პრეზიდენტი ზელენსკი კი ამ ბრძოლის და თავდადების ერთ-ერთი სიმბოლოა. აუცილებელია გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა რათა რუსეთს მივაყენოთ სტრატეგიული მარცხი და ვაიძულოთ დაბრუნდეს 1991 წლის საზღვრებში.“

3. გასულ კვირას ამერიკის 47 პრეზიდენთან დონალდ ტრამპთან შედგა შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდასი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის. აგრეთვე ტრამპი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. როგორც ევროპელმა ლიდერებმა ისაუბრეს მათ ტრამპთან აქტიურად განიხილეს უკრაინის საკითხი და მისი ბოლო დროს დაკავებული სრულიად გაუგებარი პოზიცია.

ამის შემდეგ დონალდ ტრაპმა განაცხადა:

“მე არ ვარ წინააღმდეგი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის. წიაღისეულთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია მოვაწეროთ ორივე მხარისთვის სასარგებლო შეთანხმებას ხელი, რომლის შედეგად უკრაინა მიიღებს 350 მილიარდ დოლარს, უამრავ სამხედრო ტექნიკას და შესაძლებლობას გააგრძელოს ბრძოლა. უკრაინა ძალიან მამაცი ქვეყანაა, რომლითაც მე აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ამერიკის, ჩვენი ფულის და საბრძოლო ტექნიკის გარეშე ისინი დიდ წარმატებას ვერ მიაღწევენ, ასე რომ ჯობია შეთანხმება აუცილებლად დაიდოს.”

4. ლონდონი-პარიზი- ბერლინი მზად არიან შექმნა სპეციალური სამხედრო დაჯგუფება რომლებიც განლაგდებიან უკრაინაში როგორც სამშვიდობო ძალები, თუ ომი შეწყდება. ამავე დროს ისინი იწყებენ მილსადენის სისტემის აშენებას გერმანიიდან პოლონეთსა და ჩეხეთში, რათა უზრუნველყოს საბრძოლო თვითმფრინავების საწვავის სწრაფი მიწოდება რუსეთთან ომის განახლების შემთხვევაში”.

P.S ჯამში ძალიან დადებითი და პოზიტიური ამბებია, ყველაზე მთავარი კი ისაა რომ მემგონი ევროპა ნამდვილად იღვიძებს.

ბოლოს კი. ზოგიერთი პოპულისტი და დემაგოგი იმას მაბრალებდა რომ იგონებსო. პირველი ეს ყველაფერი როგორ უნდა მოიგონო რა აბსურდია და მეორე აი წყაროები საიდან არის ეს ყველაფერი დღეს აღებული.

Fox News; Bloomberg; Der Spiegel.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში – “რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან”

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა