შაბათი, ივნისი 15, 2024
Google search engine
მთავარიგანათლებაგაყალბებული საქართველოს ისტორია სკოლებში

გაყალბებული საქართველოს ისტორია სკოლებში

როგორ ასწავლიან საქართველოს ისტორიას ქართულ სკოლებში? – უახლესი ისტორიის გადამწყვეტ მომენტებს სკოლაში უბრალოდ არ ასწავლიან, რასაც ასწავლიან შინაარსისგან დაცლილია, რაც წერია, რუსული ნარატივში ზის. 

თინა ხიდაშელი, რომლის ორგანიზაციამაც ისტორიის წიგნები შეისწავლა, “შაბათის ეთერთან” პირდაპირ ამბობს, რომ აგვისტოს ომი ქართული სკოლების ისტორიის წიგნებში ისეა აღწერილი პუტინს რომ გაუხარდება. 

ისტორიის სხვადასხვა წიგნში აგვისტოს ომის მოვლენები, ერთი და იგივე სიტყვებითაა აღწერილი. რჩება განცდა, რომ ყველამ ერთ შინაარსის ქვეთავი დააკოპირა. 

რატომ დაიწყო ომი? – მე-9 კლასის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში წერია, რომ 2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთმა თურმე პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს კი  რუსეთის ფედერაციამ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა შეიყვანა. 

 ეს ფაქტების დამახინჯებაა, რუსეთს საქართველოში ჯარი 8 აგვისტოს არ შემოუყვანია. არსებობს ჩანაწერები და მტკიცებულებები, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის რეგულარულ არმიას საქართველოს საზღვარი უკვე გამოკვეთილი ჰქონდა. 

არსებობს ვლადიმერ პუტინის აღიარება, რომ ომის გეგმა ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს დაამტკიცა და საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ამ გეგმით შემოიჭრა, მაგრამ ამ ამბავს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში ვერსად ნახავთ. აგვისტოს ომის მძიმე დღეებსა და რუსი ჯარისკაცების სამხედრო დანაშაულზე წიგნში მცირე ზოგადი ფრაზებით არის საუბარი.

უარესი ხდება აფხაზეთის  ომის შემთხვევაში, ომს რომლის დროსაც ქართველების გენოციდი მოაწყვეს, სასკოლო სახელმძღვანელოში ერთი აბზაცი ეთმობა. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით – ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა