ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოებაგვერდიდან დანახული საქართველო - სტოკჰოლმის სინდრომით დაავადდა ერი!

გვერდიდან დანახული საქართველო – სტოკჰოლმის სინდრომით დაავადდა ერი!

პარადოქსალური მიჯაჭვულობა და სიმპათია, რომელიც უჩნდება მძევალს აგრესორის მიმართ ანუ პოზიტიური გრძნობები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას არასათანადოდ ეპყრობიან.

მთელი ცივილური სამყარო გავაოგნეთ ერთი, რომ მოძალადე რეჟიმის მიმართ პროტესტით და მეორე ამ რეჟიმის მსახურებით ვგულისხმობ, როგორც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს სახელმწიფოს უკლებლივ ყველა ინსტიტუციაში საჯარო მოხელეებით, მათი მონური მორჩილებით და უმეტეს შემთხვევაში მოღალატეობრივ-კრიმინალური რეჟიმისა და მისი რუსი ბატონის ქება-დიდებით.

ვერასდროს ვგებულობდი და არასდროს მესმოდა იმ ადამიანების ვინც კორუმპირებულ, აფერისტ, სამშობლოს მოღალატეს, მკვლელს, თაღლითს, ეთაყვანებოდა და აღმერთებდა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ან მეტი ფული ჰქონდა ან მასზე ძლიერი იყო და ეშინოდა ან სულით მონაა და ბატონს ეძებდა.

როგორ უნდა გაყიდო საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები, შენი ოჯახის და შვილების მომავლით იმიტომ, რომ ვიღაც გეზიზღება, არ მოგწონს ან მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ხარ ორიენტირებული და ვერავის, ვერაფერს ამჩნევ საკუთარი მუცლის და ჯიბის გარდა.

ალბათ ერის დეგრადაცია მაშინ იწყება, როცა განათლება მეათე ხარისხოვანი ხდება, საკუთარი ისტორია გავიწყდება და წინა ხაზზე პროპაგანდისტული მანქანის მძევალი ხდები.

შენიშვნა:

ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სტოკჰოლმის სინდრომი ფსიქიკის ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, რითიც მსხვერპლი გადარჩენას ცდილობს, შემდეგ კი ეს შეგრძნება გარკვეულ დამოკიდებულებას იწვევს და სიამოვნებაც კი მოაქვს.

P.S. დავასრულოთ თვითგამორკვევის და გადარჩენის რეჟიმიდან გამოსვლა და გადავიდეთ ბრძოლის რეჟიმზე, ყველაფერი გარკვეულია, ხელისგულზე დევს.

დავკარგავთ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივას, დავკარგავთ თავისუფლებასაც და დამოუკიდებლობასაც!

დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს!

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბალტიის ქვეყნებმა, ლიეტუვამ 74, ლატვიამ 16, ესტონეთმა 55 “ოცნების“ რეჟიმის მაღალჩინოსანი დაასანქცირა – ვინ მოხვდა სიაში

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა