ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაგვირაბი რუსეთთან -"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, მთის ხალხს სახლების და მიწების დაკარგვად დაუჯდა...

გვირაბი რუსეთთან -“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, მთის ხალხს სახლების და მიწების დაკარგვად დაუჯდა (ვიდეო)

საქართველოს ხელისუფლება მილიარდ ლარზე მეტს ხარჯავს, რომ რუსეთისკენ სავალი ახალი გზა ააშენოს – 9 კილომეტრიანი გვირაბი, 6 ხიდი ხადას ხეობაზე გაივლის. 

ადგილობრივების თქმით, გზა, რომელიც რუსეთის სატრანზიტო დერეფნად უნდა იქცეს, ადგილობრივებს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.  ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების და მიწების დაკარგვად დაუჯდათ.  ქვით ნაშენი, ხის აივნიანი ძველი მთიულური სახლები  ნაწილ-ნაწილ იშლება, ნაკვეთები ორად გაიხლიჩა. მთაში შემორჩენილი მოსახლეობა წასასვლელს ეძებს, რადგან  მამაპაპისეული სახლები თავზე ენგრევათ.  

გზამ დუშეთის მუნიციპალიტეტის  სოფლის მცხოვრებლების კუთვნილ ეზოებზე გაიარა.  მლეთა, ზაქათკარი,  ბედონი, წკერე ერთ დიდ სამშენებლო მოედნად არის ქცეული.  აქ ან რუსეთისკენ მიმავალ  გვირაბებს თხრიან, ან მაგისტრალური გზა გაჰყავთ. 

პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსეთში წასვლის მსურველები, ახალი გზით საზღვართან ერთი საათის ნაცვლად 20 წუთში მივლენ. საზღვართან მისასვლელი დროის შესამცირებლად 6 ხიდი და 5 გვირაბი შენდება, სოფელ წკერედან მილიონას უღელტეხილის გავლით სოფელ კობამდე. პროექტის  ზემოქმედების ზონაში 9 სოფელი ხვდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გვირაბების გაყვანა და აფეთქება იწვევს ძლიერ ვიბრაციას და ანგრევს, როგორც საცხოვრებელ სახლებს ასევე კულტურულ ნაგებობებსა და უძველეს ტაძრებს. მშენებლობის არც ერთ ეტაპზე მოქალაქეების ინტერესი ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.  

ირკვევა ისიც, რომ წინა კვირას, გვირაბი რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან სწარაფი კავშირისთვის აშენებს, ჩამოინგრა. 

ქართული ოცნება რუსეთის ინტერესების გამო ხალხს წინაპრების საფლავების და სახლ-კარის მიტოვებას აიძულებს – ყველა დეტალი ნახეთ,  მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში
 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა