მთავარიპოლიტიკაგომელაური, კუპატაძე, სირაძე | აშშ-მა ძალოვანი მაღალჩინოსნები დაასანქცირა

გომელაური, კუპატაძე, სირაძე | აშშ-მა ძალოვანი მაღალჩინოსნები დაასანქცირა

სამი ახალი სანქცირებული მაღალჩინოსანი და სამივე პოლიციის უმაღლესი რანგის ოფიცერი – “მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება სანქცირებული პოლიციის შეფების გვარები. ესენი არიან – შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიმინალური პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე და საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე 

სამივე მაღალჩინოსნის მიმართ სანქციები უკვე ამოქმედებულია და მათ შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ. 

“მთავარი არხი” მთელი დღე ცდილობდა სამივე დასახელებულ მაღალჩინოსანთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარს, მხოლოდ თეიმურაზ კუპატაძემ უპასუხა. ის გადაჭრით ვერაფერს ამბობს და პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვას, ცნობილია, თუ არა რომ აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა:

“თქვენ საიდან გაიგეთ?… არა, [არ მიმიღია ცნობა]… თქვენ გიხარიათ ეგ?” – გვპასუხობს კუპატაძე. 

შეგახსენებთ, მთავარი არხის ინფორმაციით, აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია ასევე ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიტო სამხარაძე და გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება.”

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

რას ნიშნავს შეთანხმება, რომელსაც ოცნებაც ოკუპირებული ცხინვალის ანექსირების ნაბიჯად აფასებს

9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტმა ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოსკოვში მოკავშირეობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება უკვე რატიფიცირებულია რუსეთის დუმის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა