ხუთშაბათი, ნოემბერი 30, 2023
Google search engine
მთავარისაზოგადოებადაწესდება თუ არა აღდგომას შეზღუდვები

დაწესდება თუ არა აღდგომას შეზღუდვები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები არ იქნება.

მისივე თქმით, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, თუმცა არა ფართო “ნადიმებით” და ქეიფებით. როგორც ის აღნიშნავს, წინასააღდგომო პერიოდი გასულ წლებთან შედარებით მშვიდია, მაგრამ ამან მოსახლეობა არ უნდა გაათამამოს.

“მოგეხსენებათ, აღდგომის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. საბედნიეროდ, წელს ჩვენ აღდგომას უფრო მშვიდი ეპიდვითარებით ვხვდებით, უფრო ნაკლები რისკით, ვიდრე ეს იყო შარშანწინ, როდესაც ჩვენ ბევრი არ ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ, ასევე გასულ წელს მაღალი მაჩვენებლები გვქონდა.

წელს წინასააღდგომო პერიოდი შედარებით მშვიდი გვაქვს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, ვირუსი ჯერ ქვეყანაში ცირკულირებს. 200-300 შემთხვევა არის. გასაგებია, რომ “ომიკრონია” და კლინიკურად უფრო მსუბუქია, ვიდრე შარშანდელი ან გასული წლის.

ვფიქრობ, დამატებითი შეზღუდები არ იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ და გამოვცადეთ. შევეცადოთ უფრო მოკრძალებულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, აღდგომა დიდი დღესასწაულია, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო “ნადიმებით“ და „ქეიფებით“. მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელება ხდება კვებით მიმდინარე წვეულებების დროს. შედარებით მოკრძალებულები ვიყოთ, წლევანდელი ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე გასულ წლებში იყო,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ელჩი დანიგანი: ყოველთვის დავიცავ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი იმ პრიორიტეტბზე კიდევ ერთხელ საუბრობს, რა მიმართულებითაც მუშაობას აპირებს. მან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით დაუღალავი შრომის პირობა კიდევ ერთხელ დადო. ხაზი...

ეკონომიკა