პარასკევი, მაისი 16, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა შეშფოთებაზე, ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან...

“დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა შეშფოთებაზე, [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით” | აშშ-ის ელჩი დანიგანი

“დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა შეშფოთებაზე, [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით”, – აცხადებს “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.

“ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ-ის] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან. აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ [საქართველოში], დემოკრატი სენატორის, შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის, ტერნერის ხელმძღვანელობით.

მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. რეალურად, კონგრესში მიმდინარეობს მუშაობა ორპარტიულ კანონმდებლობაზე, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს ადმინისტრაციის პოლიტიკას, არამედ რეალურად მოითხოვს კიდევ უფრო მძლავრ შედეგებს. ასე რომ, იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია“, – აცხადებს რობინ დანიგანი. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ჩვენ, გერმანელები და ევროპელები, თქვენი მეგობრები ვიყავით და თქვენს მეგობრებად დავრჩებით – პიტერ ფიშერი

ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით წავა ეს ქვეყანა, - ამის შესახებ დღეს, 9 მაისს გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპელები ქართველი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა