მთავარისაზოგადოებაპოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განყოფილება გახსნა

პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განყოფილება გახსნა

პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქართულენოვანი განყოფილება გახსნა, რომელიც ხელმისაწვდომი “ბელსატსა” და Youtube-ზე იქნება.

“VT Sakartvelo News ლაივშია – ახალი ქართულენოვანი ახალი ამბების სამსახური პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TVP-ს მიერ. პროგრამა გაწვდით სანდო ინფორმაციას, ევროპულ პერსპექტივას და მხარს უჭერს რეგიონში დეზინფორმაციასთან ბრძოლის ძალისხმევას.” – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.

პოლონეთის საზმაუს ქართულენოვანი სამსახურის Youtube გვერდის აღწერის მიხედვით, “საქართველო NEWS” პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ინტერნაციონალური სამაუწყებლო ცენტრის პროექტს წარმოადგენს. 

ტელეარხი Vot Tak-ის ინფორმაციით, რომელიც ასევე პოლონური საზმაუს რუსულენოვანი პროექტია, პროგრამის პირველი გადაცემა 27 აპრილს შედგება და მომხმარებლებისთვის ახალი ეპიზოდები სატელიტით, Youtube-ითა და Facebook-ით იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამის წამყვანები ნათია კობერიძე, სოფიო ნაცვლიშვილი და რატი მუჯირი იქნებიან. 

“ჩვენ ვქმნით განყოფილებებს, რომელთა მისიაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა, რეგიონში სტაბილურობის გაძლიერება და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. ჩვენ არ ვირჩევთ მხარეს ჩვენი პროგრამებით დაფარული ქვეყნების პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ასეთ რთულ ვითარებაში სანდოობა, ინფორმაციის თავისუფლება და ობიექტურობა უდიდესი მნიშვნელობისაა,” განაცხადა VT-ს რედაქციის დირექტორმა, იური სალოდკიიმ. 

აქამდე Vot Tak-მა წარმატებულად წამოიწყო რუმინულენოვანი პროექტი VT Moldova News, რომელმაც მას შემდეგ 1.9 მილიონამდე ონლაინ მომხმარებელი შეიძინა და 5.5 მილიონამდე ნახვა დააგროვა, და ასევე სომხურენოვანი VT Hayastan News.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის სტრატეგიაში — მზაკვრული გეგმა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

რუსეთ–საქართველოს ომიდან თვრამეტი წლის თავზე 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. თექვსმეტი მუხლისგან შემდგარი ხელშეკრულება საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციას, კანონმდებლობების ჰარმონიზაციასა და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა