ორშაბათი, ივლისი 14, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ...

“დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”

“დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”, — ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, 30 ივნისს, “დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა ქართული ოცნების მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია”.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა:

“ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი”.

“საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია ქართული ოცნების მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს”.

“დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”, — ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრიტანეთს უკვე არაერთი ქართველი მაღალჩინოსანი ჰყავს სანქცირებული:

ლევან მურუსიძე;
მიხეილ ჩინჩალაძე:
კარლო კაციტაძე;
შალვა ბედოიძე;
მირზა კეზევაძე;
გიორგი გაბიტაშვილი;
ვახტანგ გომელაური;
ალექსანდრე დარახველიძე;
სულხან თამაზაშვილი;
ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
მილერი ლაგაზაური.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში – “რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან”

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა