პარასკევი, მარტი 13, 2026
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებაევროკომისიის პრეზიდენტმა, წარმოადგინა გეგმა „შეაიარღე ევროპა” — ReArm Europe

ევროკომისიის პრეზიდენტმა, წარმოადგინა გეგმა „შეაიარღე ევროპა” — ReArm Europe

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლაიენმა წარმოადგინა გეგმა „შეაიარღე ევროპა” — ReArm Europe.

მისი განცხადებით, გეგმა გულისხმობს:

1. ეროვნული საჯარო თავდაცვის დაფინანსებისთვის მეტი ფისკალური სივრცის შექმნას გამონაკლისი მუხლის საშუალებით – ფისკალური სივრცე გულისხმობს მთავრობის მოქნილობას ხარჯვის არჩევანში. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ქვეყნები გაცილებით მეტს დახარჯავენ თავდაცვაში, თუ ფისკალური სივრცე ექნებათ.

„თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ით, ეს შექმნის 6.5-მილიარდიან ფისკალურ სივრცეს 4 წლის განმავლობაში”. – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

2. ახალი ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს 150 მილიარდი ევროს სესხებს ევროკავშირის ქვეყნებისთვის თავდაცვის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს იქნება ევროპის თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული, ჯამში 800-მილიარდი ძალისხმევის ნაწილი.

„ეს არის ხარჯვა უკეთ და ხარჯვა ერთად. ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვაზე, სარაკეტო სისტემებზე, საბრძოლო მასალებზე, დრონებსა და დროების საწინააღმდეგო სისტემებზე, ასევე, კიბერ და სამხედრო მობილიზაციის სხვა საჭიროებებზე”. – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

3. ევროკავშირის დაფინანსების უფრო მოქნილი გამოყენება თავდაცვის ინვესტიციებისთვის

4. მეტი კერძო კაპიტალის მობილიზება შემნახველი და საინვესტიციო კავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით.

“ევროპა მზადაა, აიღოს თავისი პასუხისმგებლობა. ევროპას შეუძლია, მოახდინოს 800 მილიარდი ევროს მობილიზება უსაფრთხო და მტკიცე ევროპისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას NATO-ში ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის შანსი ევროპისთვის. ჩვენ მზად ვართ გაძლიერებისთვის”. – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს ქვეყნისთვის დამანგრეველი დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

ეუთოს წევრი 24 ქვეყანა საქართველოში მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს 2026 წლის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. რას...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა