მთავარითავდაცვა-შეიარაღებაევროპამ სამხედრო ხარჯები 14%-ით გაზარდა – სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი

ევროპამ სამხედრო ხარჯები 14%-ით გაზარდა – სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი

ევროპამ სამხედრო ხარჯები 14%-ით გაზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნატო-ს 29 ევროპელმა წევრმა თავდაცვაზე 2025 წელს, ჯამში, 559 მილიარდი დოლარი დახარჯა და, ამასთან, ალიანსის 22-მა წევრმა თავდაცვაზე მშპ-ის, მინიმუმ, 2% ან მეტი გამოყო.

SIPRI-ს ცნობით, ევროპის ქვეყნებს შორის თავდაცვაზე ყველაზე მეტი გერმანიამ დახარჯა, რომელმაც 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ხარჯები 24%-ით გაზარდა და 114 მილიარდ დოლარს მიაღწია. გერმანიის სამხედრო ხარჯებმა 1990 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2%-იან ზღვარს და 2025 წელს მშპ-ის 2.3%-ს მიაღწია.

კვლევის მიხედვით, ესპანეთის სამხედრო ხარჯები 50%-ით გაიზარდა და 40.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ოფიციალურმა მადრიდმა თავდაცვაზე 2025 წელს მშპ-ის 2% დახარჯა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

SIPRI-ს ინფორმაციით, 2024 წლიდან 2025 წლამდე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხარჯები 2%-ით შემცირდა და 89 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასობაში საფრანგეთის სამხედრო ხარჯები 1.5%-ით გაიზარდა და 68 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„2025 წელს ნატო-ს ევროპელი წევრების სამხედრო ხარჯები 1953 წლის შემდეგ ნებისმიერ დროსთან შედარებით ყველაზე სწრაფად გაიზარდა, რაც ასახავს ევროპის მიერ თვითკმარობისკენ სწრაფვას, შეერთებული შტატების მხრიდან ალიანსში ტვირთის განაწილების გაზრდის მიზნით მზარდი ზეწოლის პარალელურად“, – აღნიშნა ჯეიდ გიბერტო რიკარმა, SIPRI-ს სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის მკვლევარმა.

SIPRI-ს მონაცემებით, მსოფლიოში შეირაღებაზე დახარჯული ფინანსები, ზედიზედ მე-11 წელია, იზრდება. 2025 წელს გლობალური სამხედრო ხარჯები 2.9%-ით გაიზარდა და 2.89 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ქვეყნებს შორის ყველაზე მეტს შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი ხარჯავენ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვა, 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით

ევროკომისიის მიერ დღეს წარდგენილი გაფართოების პაკეტი ნათლად აჩვენებს, რომ გაფართოების პროცესი წინ მიიწევს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა