შაბათი, მარტი 2, 2024
Google search engine
მთავარისაზოგადოებაერთა ლიგის აღიარებული საზღვრებიდან, სსრკ-ს საზღვრებამდე - საქართველოს რეალური ისტორია

ერთა ლიგის აღიარებული საზღვრებიდან, სსრკ-ს საზღვრებამდე – საქართველოს რეალური ისტორია

ვიცოდეთ საქართველოს რეალური ისტორია:

ტაო-კლარჯეთი რუსეთის ურდომ ჩამოგვაჭრა!

ეს ვაი-ქართველი და სამშობლოს გამყიდველი რუსული აგენტურა თავიანთი პატრონის – ურდოს ისტორიული ჯალათობის გადასაფარად, თურქეთის ოკუპანტობას აწვება!

დიახ, თურქეთი საქართველოს ისტორიული მაოხარი იყო, მაგრამ იმის მტკიცება, რუსეთმა გაგვითავისუფლა აჭარა, თორემ იქ ვერ ჩავიდოდით, ზღვაზე საბანაოდო, უკიდეგანო სიცრუე და იმ ქართველი გმირების სულების შეურაცხყოფაა, აჭარის გათავისუფლებისთვის რომ გასწირეს თავი!

რეალური ისტორია კი ასეთია:

1. რუსეთის იმპერიამ რუსეთ-ოსმალეთის ომი საქართველოს სიყვარულითა და ქართული მიწების გათავისუფლებისათვის კი არ დაიწყო, არამედ ქართველთა დამპყრობელ-დამმონებელი საკუთარი იმპერიის გასაფართოვებლად!

2. 1921 წლის მარტში, უკვე ჟორდანიას მთავრობაგაქცეულ და რუსული ბოლშევიკური ურდოს მიერ ოკუპირებულ საქართველოში, აჭარა რუსებმა კი არ გაათავისუფლეს თურქეთისაგან, არამედ ლეგენდარულმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა გაყარა ბათუმში შემოჭრილი თურქები და არდაგანამდე სდია!

3. ისტორიული ტაო-კლარჯეთი დღეს თურქეთის შემადგენლობაში რომ არის, ეს საქართველოს დამყრობელი რუსული ურდოს დამსახურებაა, რადგან სწორედ, 1921 წლის რუსულ-თურქული შეთანხმებით აჩუქა ლენინმა ათა-თურქს უკვე ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს ისტორიული ტაო-კლარჯეთი!

და ასევე, რუსეთმა აჩუქა საბჭოთა აზერბაიჯანს ჰერეთ-საინგილო და საბჭოთა სომხეთს – ლორე-ტაშირი!

ბოლო ასი წლის მანძილზე, რუსეთმა საქართველოს, რომელიც საბჭოთა ოკუპაციამდე, 109 ათასი კვ.კმ. ფართობისა იყო, 40 ათასი კვ.კმ. ჩამოაჭრა და ზოგი თვითონ მიითვისა, ზოგიც – საქართველოს მეზობლებს დაურიგა!

ანუ რუსეთმა საქართველოს ბოლო ას წელში ერთი ბელგიისა თუ ჰოლანდიის ხელა ტერიტორია დააკარგვინა!

აი, ეს არის ჩვენი ისტორიული ,,ერთმორწმუნე” ჯალათი და ვინც ამ ურდოს უკოცნის სისხლიან ჩექმებს, საქართველოს ულაპარაკო მოღალატე და უბინძურესი გამყიდველი მტერია!

წერს სოციალურ ქსელში გიორგი გიგაური

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აფხაზეთი: «დროა, ამ ისტორიას წერტილი დაესვას»?

რუსეთთან მეგობრობას ყოველთვის მოჰყვება შედეგები. მასთან ურთიერთქმედება ყავლგასული „სამუდამო მეგობრობის“ ლოზუნგით ჯერ არავის გამოსვლია. მეტისმეტად ძვირი ჯდება ეს „სიამოვნება“: არ ხარ თანახმა, „უფროსი მეგობრის“...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა