მთავარიპოლიტიკავოლოდიმირ ზელენსკი: უნდა ვიპოვოთ გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად - ეს საერთო ევროპული...

ვოლოდიმირ ზელენსკი: უნდა ვიპოვოთ გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად – ეს საერთო ევროპული ამოცანაა

რუსეთი ახლა მეზობელ ქვეყნებს ბევრად უფრო ღიად ემუქრება, ვიდრე ადრე. რუსეთის ყველა მეზობელმა მოისმინა, რა ითქვა სომხეთზე, რომლის ხალხსაც მხოლოდ თავად აქვს უფლება გადაწყვიტოს და აირჩიოს საკუთარი ქვეყნის მომავალი. რასაც რუსეთი სომხეთზე ამბობს, სინამდვილეში მხოლოდ სომხეთს არ ეხება.

ჩვენ ყველამ უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებაზე და გადავდგათ მეტი ერთობლივი ნაბიჯი – რათა პოლიტიკური პარტნიორობები ეფექტიანად მუშაობდეს, რათა არსებობდეს თანამედროვე თავდაცვითი წარმოება და თანამედროვე თავდაცვითი შესაძლებლობები და რათა ეკონომიკური კავშირები მაქსიმალურად ფართო და დივერსიფიცირებული იყოს. ისე, რომ არავინ იყოს დამოკიდებული რუსეთზე და არავინ მისცეს მას ხელში ერების შანტაჟის ინსტრუმენტები.

არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე – ევროპას არ აქვს უფლება დაკარგოს თავისი არც ერთი ხალხი და მიატოვოს რომელიმე ქვეყანა. სომხეთს მხარდაჭერა სჭირდება. მოლდოვას მხარდაჭერა სჭირდება. ბალტიის ქვეყნებს მხარდაჭერა სჭირდებათ. აზერბაიჯანს მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ასევე უნდა ვიპოვოთ გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად – და ეს საერთო ევროპული ამოცანაა. არავინ უნდა დავკარგოთ.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპის მემარჯვენე შემობრუნება: უკრაინის ომი, საქართველოს მომავალი და დასავლეთის ბედი — ვინ გაძლიერდება და ვინ დასუსტდება?

თუ საფრანგეთსა და გერმანიაში რადიკალური მემარჯვენე ძალები ხელისუფლებაში მოვლენ და მათი პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერის შემცირებასა და რუსეთთან დაახლოებას დაეფუძნება, ეს ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ საერთაშორისო...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა