სამშაბათი, თებერვალი 24, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკაკარლ ჰარცელი: ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში - ის, თუ...

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში – ის, თუ რა მდგომარეობაშია დღეს უკრაინის მოსახლეობა, ვფიქრობ, არავის ესმის იმაზე უკეთესად, ვიდრე თქვენ, საქართველოს მოსახლეობას

ყველამ იცით, რომ ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბებიან ვითარების შესაფასებლად და შემდგომ ღონისძიებებზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

„ამ პროცესის წინა ეტაპზე ჩვენ უკვე მივიღეთ აქტიურად საპასუხო ზომები. დღეს საღამოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბებიან ვითარების შესაფასებლად და შემდგომ ღონისძიებებზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ის, თუ რა მდგომარეობაშია დღეს უკრაინის მოსახლეობა, ვფიქრობ, არავის ესმის იმაზე უკეთესად, ვიდრე თქვენ, საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ახსოვს 2008 წელი. დღეს ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვართ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას გამართავს.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

EU რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანასაც განიხილავს – სამუშაო დოკუმენტი

ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი .  დოკუმენტი "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა. მასში ასახულია, თუ რა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა