შაბათი, ივნისი 15, 2024
Google search engine
მთავარისამართალი"კოდორი 2007"-ის ოპერაციის მონაწილე ბიჭების ბურუსით მოცული გარდაცვალების სერია | აშშ-ს დასანქცირებული...

“კოდორი 2007”-ის ოპერაციის მონაწილე ბიჭების ბურუსით მოცული გარდაცვალების სერია | აშშ-ს დასანქცირებული ქართველი-რუსი ოლიგარქის ФСБ-სთან კავშირში მხილებამ ხელახალი გამოძიების აუცილებლობა გააჩინა

ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის ნამდვილად შავი დღე – ოთარ ფაცხალაძე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის გამო დასანქცირებულია. რა გავიგეთ ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირებიდან, რაში არის ის მხილებული და რატომ არის ეს გაცილებით უფრო მძიმე კატეგორიის კატასტროფა ივანიშვილის რეჟიმისთვის. 

1. საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ყოფილი მაღალჩინოსანი, ამ ბრალდებების მიხედვით თანამშრომლობდა რუსულ სპეცსამსახურებთან და იყო მათი გავლენის გამავრცელებელი საქართველოში. არ ვიცით როდიდან, მაგრამ ამერიკულ დოკუმენტებში მითითებულია ისიც კი – ვინ იყო ეფ-ეს-ბედან მისი უშუალო კურატორი.

2. ფარცხალაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ნათელ-მირონითაა დაკავშირებული, რუსეთისთვის სასარგებლო გავლენის მოხდენას ცდილობდა და სამწუხაროდ მეტწილად გამოსდიოდა კიდეც საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე. ანუ, ამ სანქციების თანმდევი განმარტების მიხედვით,  წლების განმავლობაში, მისი ამოცანა იყო მავნებლობა, საქართველოს სუვერენიტეტის დაზიანება და მტრული სახელმწიფოს პოზიციების გამყარება ჩვენს ქვეყანაში. 

3. ბოტასების ქურდობიდან მთავარ პროკურორობამდე აღზევებული ფარცხალაძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგვე იქცა მულტიმილიონერად. ამაზე ამერიკულ დოკუმენტებში მართალია არაფერი წერია, მაგრამ მხოლოდ საქართველოში აკუმულირებული ქონებიდანაც კი კარგად ჩანს სავარაუდო კორუფციის მასშტაბები. ეფ-ეს-ბეს ოფიცრებთან დადასტურებული კავშირი, რუსეთში ბიზნესები და მის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღება სერიოზულად ამყარებს ვარაუდს, რომ ეს კორუფცია არა მხოლოდ მისი პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენებოდა, არამედ საქართველოს ბიზნეს, პოლიტიკური და რელიგიური ელიტის მოსასყიდად და რუსული ინტერესების დასაფინანსებლად. 

4. ოთარ ფარცხალაძე პირველი სანქცირებული ყოფილი მაღალჩინოსანია ოცნების ხელისუფლებიდან, რომელიც სახაზინო დეპარტამენტის სანქციებში მოხვდა. განსხვავებით სანქცირებული 4 მოსამართლისგან, ვისზეც მხოლოდ სავიზო შეზღუდვებია გავრცელებული, ფარცხალაძეზე კონკრეტული ქონებრივი აკრძალვებიც ვრცელდება და მასთან ანგარიშსწორებაც იზღუდება. მისი პერსონის მიმართ კი ქართული ოცნების ლიდერების  დამოკიდებულება და შესაბამისი უწყებების – მაგალითად სუს-ის და ეროვნული ბანკის შესაძლო უმოქმედობა კი არაპირდაპირი აღიარება იქნება იმისა, რომ ოცნების ხელისუფლება თავად არის იმ რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ, რომლის ინტერესებსაც ამავე ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური ფიგურა ავრცელებდა. 

5. სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე სხვადასხვა დროს შავი ხაზინადარი იყო ოცნების საარჩევნო კამპანიისა. მაგალითად “ომეგა ჯგუფის” სკანდალს გაგახსენებთ, როცა კომპანიას რამდენიმე მილიონი “აახია” ყოფილმა პროკურორმა არჩევნების დასაფინანსებლად, ხოლო საქმეების გარკვევის ეტაპზე სპორტის ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაათრიეს და გაუსწორდნენ. შეეცდებოდა თუ არა ეფ-ეს-ბე ამ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა საკუთარი აგენტებისა და გადმობირებული მაღალჩინოსნების საშუალებით ?? რა თქმა უნდა. 

6. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, წლების განმავლობაში საქართველოს  პროკურატურა იყო ფარცხალაძის გავლენის ქვეშ, რომელიც თავის მხრივ დაკავებული იყოს ეფ-ეს-ბეს ინტერესების გატარებით. მართალია ფარცხალაძე სულ 2 თვის განმავლობაში იკავებდა უმაღლეს თანამდებობას პროკურატურაში, მაგრამ ამ უწყებაში მის გავლენა დღემდე იგრძნობა. ფარცხალაძის შემდეგ უწყებაში მოსული ყველა ხელმძღვანელი მისი პირადი პროტეჟე იყო, მისი მეგობარია დღევანდელი  მთავარი პროკურორიც. რომელი მათგანი მოექცა კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი ფარცხალაძის პირდაპირი თუ ირიბი გავლენის ქვეშ, ისევ პროკურატურის გამოსაძიებელია.

სხვათა შორის, პროკურატურაში ფარცხალაძის მისვლიდან მალევე გაჩნდა ეჭვები ამ უწყებაში რუსული გავლენების შესახებ. საგამოძიებო უწყებამ კოდორის ოპერაციის მონაწილე ბიჭების საქმეების შესწავლა დაიწყო. საბოლოოდ ეს ბიჭები ძალიან უცნაურ ვითარებაში დაიღუპნენ. მათზე გაცხადებულად ეფ-ეს-ბე ნადირობდა, თუმცა მთავარმა საგამოძიებო უწყებამ, ვერც ერთ შემთხვევაში ვერაფერი საეჭვო ვერ დაინახა.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1293049897991192

წყარო: მთავარი არხი

ავტორი: ზურა პეტროსიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით – ბაიდენისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა