მთავარიმსოფლიომარკ რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია

მარკ რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია

უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება მხოლოდ ამ პრეზიდენტის [ზელენსკის] მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია, ასე რომ, თქვენ ძირითადად ამას მიაღწიეთ. მგონი, 2 საათის განმავლობაში მიეცით [აღლუმის] გამართვის უფლება და მან 1 საათსა და 50 წუთში დაასრულა, რისკზე არ წავიდა. თუმცა, ამას გარდა, უკრაინა საოცრად წარმატებულია, როგორც მაშინ, როცა საქმე ეხება ფრონტის ხაზს, მაგრამ ასევე როცა საუბარია იმის უზრუნველყოფაზე, რომ შეგეძლოს ომის გაგრძელების მხრივ რუსების მთავარი შესაძლებლობების განადგურებაც.

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, წელს მოსკოვის 9 მაისის აღლუმი ტანკებისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა, რაც კრემლმა უსაფრთხოების მხრივ არსებული რისკებით ახსნა.

9 მაისის აღლუმამდე ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც კრემლს წითელ მოედანზე აღლუმის გამართვის ნება დართო.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვა, 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით

ევროკომისიის მიერ დღეს წარდგენილი გაფართოების პაკეტი ნათლად აჩვენებს, რომ გაფართოების პროცესი წინ მიიწევს. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა