ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ ამ მიმართულებით" | აშშ-ის...

“მივიღეთ ზომები და ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ ამ მიმართულებით” | აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი რუსულ კანონზე

“ვფიქრობ, რომ უფრო მეტს ნახავთ,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს რუსულ კანონზე საუბრისას განუცხადა.

ბლინკენის თქმით, აშშ და სხვა ქვეყნები არა მხოლოდ შეშფოთებულები არიან ამ კანონით, არამედ მათ არაერთი რეაგირება ჰქონდათ და აანონსებს, რომ ეს რეაქციები გაგრძელდება.

ჩვენ და ბევრი სხვა ქვეყანა არამხოლოდ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის მიღებაზე, არამედ ჩვენ მივიღეთ ზომები შეშფოთების გამოსახატავად. მე ვფიქრობ, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ.

ვფიქრობ, რომ ცხადია, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროპულ კურსს, რაც საქართველოს სურს, რომ ჰქონდეს, და ასევე, ცხადია, რა სურს ქართველი ხალხის უმრავლესობას”, – ამბობს ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე, ინსტიტუტის მკლევარ-ანალიტიკოსის სოფიკო ბერიაშვილის შეკითხვას უპასუხა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ვაიმარის სამკუთხედი: „საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს“ – “გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული მიდგომის დასტურია”

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა