ხუთშაბათი, სექტემბერი 12, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებანატო რუსეთთან ომისთვის ემზადება - Bild

ნატო რუსეთთან ომისთვის ემზადება – Bild

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ბუნდესვერი (გერმანიის შეიარაღებული ძალები) მიმდინარე წლის თებერვალში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსული ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადება.

ამის შესახებ Bild ბუნდესვერის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტის მიხედვით, ნატო-რუსეთს შორის ესკალაცია შესაძლოა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდეს.

საიდუმლო დოკუმენტში (“საიდუმლო ინფორმაცია – მხოლოდ ოფიციალური გამოყენებისთვის”) გერმანიის თავდაცვის სამინისტრო დეტალურად ადგენს რუსეთსა და ნატოს შორის შესაძლო “კონფლიქტის გზას.”  

გამოცემა სცენარს დოკუმენტიდან აღწერს, მაგრამ უსაფრთხოების მიზეზების გამო არ აქვეყნებს ყველა ინფორმაციას ნატოს ჯარების რაოდენობისა და გადაადგილების შესახებ.

ბუნდესვერის სცენარი “ალიანსის დაცვა 2025” იწყება 2024 წლის თებერვალში. რუსეთი იწყებს მობილიზაციის მორიგ ტალღას და დამატებით 200 ათას ადამიანს იწვევს ჯარში. ამის შემდეგ კრემლი იწყებს საგაზაფხულო შეტევას უკრაინაში, რაც უკრაინის არმიას ივნისისთვის უკან დახევას აიძულებს.

რუსეთის პირველი ფარული და შემდეგ სულ უფრო აშკარა შეტევა დასავლეთზე ივლისში დაიწყება. მოსალოდნელია კიბერშეტევები და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმები, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მოხდება შეტაკებები, რასაც რუსეთი თავის ტერიტორიაზე და ბელორუსში ფართომასშტაბიანი წვრთნების დასაწყებად გამოიყენებს.

ამ სიტუაციის გამწვავება, სცენარის მიხედვით, შესაძლოა ოქტომბერში მოხდეს, თუ რუსეთი კალინინგრადში საშუალო რადიუსის რაკეტებს გადაისვრის. 2024 წლის დეკემბრიდან “სუვალკის დერეფნის” მიდამოში ხელოვნურად გამოწვეული “სასაზღვრო კონფლიქტი” დაიწყება, რასაც “არეულობა დიდი მსხვერპლით” მოჰყვება.

გამოცემა წერს, რომ შეერთებული შტატები შეიძლება არჩევნების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობის გარეშე იყოს, რუსეთი, ბელორუსის მხარდაჭერით, გაიმეორებს უკრაინაში 2014 წლის შეჭრას ნატოს მიწაზე.

საპასუხოდ, 2025 წლის მაისში ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას შეკავების ზომებზე; “X დღეს” ნატო 300 000 ჯარისკაცს, მათ შორის ბუნდესვერის 30 000 ჯარისკაცს, აღმოსავლეთ ფლანგზე განათავსებს.

სცენარი “X დღიდან” 30 დღის შემდეგ მთავრდება. 

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

ბოლო თვეებში იყო ბევრი დეზინფორმაცია, ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად | აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. "ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად" - ხაზგასმით აცხადებს დანიგანი...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა