მთავარიპოლიტიკაოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, "ოცნების" არ აღიარება და ახალი...

ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრებისა და პროპაგანდისტების სანქცირება, “ოცნების” არ აღიარება და ახალი არჩევნები | ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდამჭერ რეზოლუაციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. 

რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და “ქართულ ოცნებას” ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ.

რეზოლუციის ტექსტში, ისინი ოლიგარქის პარტიას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ასევე, ხაზგასმულია, რომ “საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და ქვეყნის ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება”.

გარდა ამისა, ერთობლივ რეზოლუციაში, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად და პრეზიდენტად არის მოხსენიებული. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით – ასევე ისმის მოწოდება წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიმართ, მკაცრად მოითხოვონ ახალი არჩევნები.

ერთობლივ დოკუმენტში, საუბარია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებაზე. ასევე მიიჩნევენ, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებს, პროპაგანდისტული მედიების ხელმძღვანელებსა და ოლიგარქის პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა