ორშაბათი, ივლისი 14, 2025
Google search engine
მთავარისაზოგადოება"ოცნება" აზრის და მოწოდების თავისუფლების მუხლს კანონიდან იღებს

“ოცნება” აზრის და მოწოდების თავისუფლების მუხლს კანონიდან იღებს

ივანიშვილის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებების წარდგენისას თქვა, რომ მე-4 მუხლი, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, “ამოღებულია”.

ცნობისთვის, მეოთხე მუხლში ნათქვამია, რომ “აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რაც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ ან არსებით საფრთხეს”.

პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ თქვა, რომ “როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით, გამოიყენებენ გამოთქმას “სავარაუდოდ, მე მაქვს გონივრული ეჭვი და ა.შ.”, ჯაფარიძემ კანონპროექტის ინიციატორს ჰკითხა, “რანაირად გამოვიდოდა ეს”, მაშინ, როცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მეოთხე მუხლში აზრის თავისუფლება დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. რაზეც მათიკაშვილმა, უპასუხა, რომ “გასაგები იყო და გაითვალისწინა ინიციატორმაც, რომ ეს დათქმა აღარ არსებობდეს”.

მეოთხე მუხლის ამოღებით, კანონიდან ქრება “მყისიერი საფრთხის” დოქტრინის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, გამოხატვა მხოლოდ მაშინ უნდა იყოს დასჯადი, როდესაც აშკარაა ზიანის მიყენების ნათელი და მყისიერი საფრთხე.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი აღნიშნული ცვლილების შესახებ წერს, რომ “უკვე ოფიციალურად, თქვენი აზრი აღარ იქნება დაცული. აზრის ხმამაღლა გაჟღერების გამო პასუხისმგებლობა კი დაგეკისრებათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი კანონით (მათ შორის, ცილისწამების უახლესი ცვლილებებით), რომელიც ივანიშვილს ან მის დამქაშებს მოეპრიანებათ”.

“აქამდე, როცა ვამბობდით, რომ რეჟიმს მოქალაქეთა აზრის კონტროლი სურს, ეს შეიძლება გადაჭარბებად მიგეჩნიათ.

ხვალ ოფიციალურად ამოიღებენ ჩანაწერს კანონიდან, რომელიც აზრის თავისუფლებას აბსოლუტური პრივილეგიით იცავს.

დღეს, აზრის გაჟღერება პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნის.

ხვალიდან, უკვე ოფიციალურად, თქვენი აზრი აღარ იქნება დაცული. აზრის ხმამაღლა გაჟღერების გამო პასუხისმგებლობა კი დაგეკისრებათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი კანონით (მათ შორის, ცილისწამების უახლესი ცვლილებებით), რომელიც ივანიშვილს ან მის დამქაშებს მოეპრიანებათ”. – წერს ბრაჭველი.


ცნობისთვის, 25 ივნისს, ივანიშვილის პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვა I მოსმენით მიიღო.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

The Economist: რუსეთი გამაოგნებელი სისწრაფით კარგავს გავლენას კავკასიაში – “რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან”

უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთი სწრაფად კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე - რეგიონის 3 სახელმწიფოდან 2 სწრაფად თავისუფლდება რუსეთის გავლენისგან - "მხოლოდ საქართველო, ერთ...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა