ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარისამართალირა უნდა მოიმოქმედოთ როცა თქვენ ან თქვენს წყაროებს გითვალთვალებენ

რა უნდა მოიმოქმედოთ როცა თქვენ ან თქვენს წყაროებს გითვალთვალებენ

რა უნდა მოიმოქმედოთ როცა გითვალთვალებენ

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე.

მიუხედავად იმისა, რომ რეპორტიორების ციფრული თვალთვალი ბევრად უფრო ხშირია, ფიზიკური თვალთვალი უფრო მაღალი რისკების შემცველია ჟურნალისტებისა თუ მათი წყაროებისთვის.

ჟურნალისტების თვალთვალი, როგორც წესი, მიზნად ისახავს ინფორმატორების იდენტიფცირებას, მედიის დისკრედიტაციის მიზნით ინფორმაციის შეგროვებას, შევიწროვებას ან დაშინებას, „სიუჟეტის“ ჩაკვლას ან, ყველაზე უარეს შემთხვევებში,  მკვლელობის დაგეგმვას.

მოთვალთვალე შეიძლება იყოს კერძო გამომძიებელი, იდეოლოგიურად მოტივირებული სხვადასხვა აქტორი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, სახელმწიფოს ამჟამინდელი ან ყოფილი აგენტი, ასევე, კერძო დაზვერვის სააგენტოების მიერ დაქირავებული ყოფილი ჟურნალისტი.

სარჩევი
  1. როგორ გავურთულოთ ჯაშუშს სამუშაო
  2. როგორ მივხვდეთ, რომ გვითვალთვალებენ
    1. როგორ მოვიქცეთ, როცა აღმოვაჩენთ, რომ გვითვალთვალებენ

გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბოლო კონფერენციაზე, რომელიც ვირტუალურად გაიმართა 2021 წლის ნოემბერში (GIJC21), დრიუ სალივანმა, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე მოკლული გამომძიებელი ჟურნალისტი, მათ შორის, იან კუჩაკი სლოვაკეთში და ანა პოლიტკოვსკაია რუსეთში – ეჭვობდნენ, რომ მათ უთვალთვალებდნენ უშუალო თავდასხმამდე.

2022 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე რეპორტიორი (საბერძნეთიდან ნიგერიის ჩათვლით), ვინც მთავრობის მიერ ციფრული ჯაშუშური პროგრამების შესყიდვას იძიებდა, ასევე აცხადებდა, რომ აკვირდებოდნენ და მათ  ადგილმდებარეობას უთვალთვალებდნენ.

ზოგადად, ექსპერტები თანხმდებიან შემდეგზე: თუ ჟურნალისტი ხვდება, რომ მას უთვალთვალებენ (განსაკუთრებით, სახელმწიფოს აგენტები), რეაგირების ერთადერთი უსაფრთხო ტაქტიკაა ქვეყნის დატოვება. ასევე, არსებობს რამდენიმე სხვა მეთოდი, რაც დაგეხმარებათ აირიდოთ თვალთვალი ან აიძულოთ ჯაშუში, შეწყვიტოს თქვენზე დაკვირვება. ქვემოთ აღწერილია რამდენიმე ასეთი ტექნიკა, მაგალითად, თვალთვალისა და მორიგეობის ზედმეტად გაძვირება სხვადასხვა ადგილას, დავუშვათ, მეგობრების სახლებში დარჩენით.

ჟურნალისტების თვალთვალი

თუმცა, სალივანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევებშიც კი, რომლებშიც სახელმწიფო არ არის გარეული, სპეციალიზებული ტრენინგის არმქონე ჟურნალისტები უნდა ერიდონ „კატა-თაგვობანის“ სტილის თამაშებს: „უბრალოდ სადმე გააღწიეთ. უკეთესად არაფერი იქნება, ამიტომ, შეიცვალეთ ქალაქი; შეცვალეთ ყველაფერი.“

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტისთვის უფრო მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყებამდე უსაფრთხოების გეგმა შეიმუშავონ და რისკები სწორად შეაფასონ. ამბობენ, რომ საფრთხილო (მგრძნობიარე თემების) ჟურნალისტურ გამოძიებაზე მომუშავე რეპორტიორებისთვის თავდაცვის საუკეთესო მეთოდია, არასამუშაო დროსაც აკეთონ ის, რაც ბუნებრივად ისედაც კარგად გამოსდით: შეინარჩუნონ სიფხიზლე და სკეპტიციზმი. 

ჟურნალისტების თვალთვალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა აღწერა ნიუ-იორკელმა რეპორტიორმა რონან ფეროუმ თავის პოდკასტში “დაიჭირე და მოკალი.” პოდკასტი დეტალურად აღწერდა, როგორ უთვალთვალებდნენ ცნობილი ჰოლივუდელი პროდუსერის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამოძიების პროცესში.

NICAR-ის მონაცემთა ჟურნალისტიკის კონფერენციაზე 2021 წელს, უკრაინელმა კერძო გამომძიებელმა და “მეგანგაშემ” იგორ ოსტროვსკიმ აღწერა, როგორ გამოუტყდა ფეროუს, რომ მისთვის სათვალთვალოდ მიჩენილი გუნდის წევრი იყო და გაუმხილა ტაქტიკა, რომელიც ჟურნალისტებს საფრთხესთან გამკლავებაში დაეხმარა. კონფერენციაზე ოსტროვსკიმ ჟურნალისტებს შემდეგი რჩევები მისცა.

წყარო: https://ifact.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა