პარასკევი, ივნისი 20, 2025
Google search engine
მთავარიანალიტიკარისი დაკანონება სურს საქართველოს ხელისუფლებას - ფსბ-ს გეგმის დეტალები

რისი დაკანონება სურს საქართველოს ხელისუფლებას – ფსბ-ს გეგმის დეტალები

აი რას გეგმავს და რისი დაკანონება სურს საქართველოს კოლაბორანტ ხელისუფლებას!

1. ხელისუფლებისადმი ყველა კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების, საინფორმაციო სააგენტოების და საერთოდ მედიის აგენტებად გამოცხადება და შემდგომში მათი საერთოდ განადგურება, გაქრობა, თავისუფალი ჟურნალისტების ჩათვლით;

2. ხელისუფლებისადმი ყველა კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის: “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, საერთაშორისო გამჭირვალობა და ა.შ.) რომლებიც დიდ როლს ასრულებენ როგორც არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში ასევე დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში და დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, აგენტებად გამოცხადება და შემდგომ მათი საერთოდ გაქრობა, დონორებიანად;

3. კოლაბორანტი ხელისუფლების მთავარი გრძელვადიანი გეგმით ასევე ამ კანონს მოჰყვება ხელისუფლებისადმი ყველა კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური პარტიების უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადება და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა, ასევე ეს აკრძალვა შეეხება ფიზიკურ პირებსაც, საზოგადოებისთვის ცნობად სახეებსაც, აქტიურ მოქალაქეებს და ა.შ. ვინც ხელისუფლების კონტროლს და მონურ მორჩილებას არ ექვემდებარება.

P.S. ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, დავკარგავთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, საფრთხის ქვეშ დადგება უვიზო მიმოსვლა, ფინანსური დახმარება, რაც ათეულობით მილიონი ევროა წელიწადში და რაც მთავარია ქვეყანაში კანონის ძალით გაფორმდება დიქტატურა, დასრულდება სუვერენული სახელმწიფოს არსებობა და ქვეყანა გადაინაცვლებს რუსული გავლენის ქვეშ, თავისუფლებას ჩაანაცვლებს მონობა, დემოკრატიად მაფიოზური (კასტური) მმართველობა.

შენიშვნა: “რუსეთში გეგმავენ, ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებად არიან დარეგისტრირებული, ნებისმიერი დონის არჩევნებში კენჭისყრას აუკრძალონ. კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა.”

პროტესტი აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო საბოლოო წერტილი ამ რეჟიმის და სისტემის დასამარცხებლად ოქტომბრის არჩევნებია და საზოგადოების აქტიურობა.

წერს სოციალურ ქსელში, დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა