მთავარიანალიტიკა"რუსეთისთვის გადამწყვეტია, საქართველოს სრული დაქვემდებარება, "იღლიაში ამოდება“ - რა საფრთხეებს უქმნის ქვეყანას...

“რუსეთისთვის გადამწყვეტია, საქართველოს სრული დაქვემდებარება, “იღლიაში ამოდება“ – რა საფრთხეებს უქმნის ქვეყანას ოკუპანტთან მოლაპარაკებების მინსკში წამოწყება: ექსპერტის ანალიზი

  • რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის აღ­დგე­ნა – პრაქ­ტი­კუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა თუ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის ცვლი­ლე­ბა?

მინ­სკში, ბე­ლა­რუ­სის შუ­ა­მავ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რამ ახა­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. მოს­კო­ვი უკვე სა­უბ­რობს “გა­ნახ­ლე­ბულ პირ­და­პირ რუ­სულ-ქარ­თულ დი­ა­ლოგ­ზე“ და მიღ­წე­ულ პრაქ­ტი­კულ შე­თან­ხმე­ბებ­ზე, თუმ­ცა უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­კი­თხებ­ზე შე­თან­ხმდნენ მხა­რე­ე­ბი და თუ რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აი­ღეს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მი­ხა­ილ გა­ლუ­ზი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი ზუ­რა­ბაშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შეხ­ვედ­რა მინ­სკში, “გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი რუ­სულ-ქარ­თუ­ლი დი­ა­ლო­გის ფარ­გლებ­ში“ შედ­გა.

“ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერთქმე­დე­ბის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე აქ­ცენ­ტით, მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გაც­ვლა შედ­გა. მიღ­წე­უ­ლი იქნა რიგი პრაქ­ტი­კუ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი”, – ვკი­თხუ­ლობთ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც შეხ­ვედ­რას სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით ხსნის, მაგ­რამ თა­ვად შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი და ფორ­მა­ტი გარ­კვე­ულ ეჭ­ვებს აჩენს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა გაც­ვა­ლეს მო­საზ­რე­ბე­ბი სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი და კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე. ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და მი­აღ­წი­ეს რიგ შე­თან­ხმე­ბებს.

“ხაზი გა­ეს­ვა დი­ა­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის მიზ­ნით.

შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­გორც რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი გა­და­უჭ­რე­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის უმ­თავ­რეს ფორ­მატს. მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ, გა­აგ­რძე­ლონ შეხ­ვედ­რე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მა­ტის ფარ­გლებ­ში და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს ბე­ლა­რუ­სულ მხა­რეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • არის თუ არა ეს მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად დი­ა­ლო­გის არ­ხის აღ­დგე­ნა, თუ უფრო ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის და­სა­წყის­თან გვაქვს საქ­მე? რა­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის სა­კი­თხი ახლა და რა შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს მოს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბის მიღ­მა? – ამ თე­მებ­ზე პო­ლი­ტო­ლო­გი ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

– ამ პრო­ცესს ორი მხა­რე აქვს:

ერთი – დიპ­ლო­მა­ტი­ურ-პო­ლი­ტი­კუ­რი, ხოლო მე­ო­რე – პრაქ­ტი­კუ­ლი გან­ზო­მი­ლე­ბა. ფაქ­ტია, რომ რუ­სე­თი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლია, უზარ­მა­ზა­რი სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და იქ ფაქ­ტობ­რივ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს. ამავდრო­უ­ლად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად, რუ­სეთ­თან გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი და ის სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში, ისე ზო­გა­დად რე­გი­ო­ნულ კონ­ტექ­სტში, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ფაქ­ტორ­სა და მის გავ­ლე­ნა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, გვინ­და თუ არა, რუ­სეთ­თან შე­ხე­ბა სა­კი­თხთა ფარ­თო სპექტრზე გვექ­ნე­ბა.

სულ სხვა საქ­მეა, რო­გორ აწარ­მო­ებს ქარ­თუ­ლი მხა­რე ამ დი­ა­ლოგს იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თა და სა­ხელ­მწი­ფო პო­ზი­ცი­ით აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­წყვე­ტი­ლი გვაქვს და პირ­და­პი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი არ გვექ­ნე­ბა. შუა­ლე­დუ­რი რგო­ლი­სა და შუ­ა­მავ­ლე­ბის გა­რე­შე პირ­და­პირ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გა­დას­ვლა, თა­ნაც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის დო­ნე­ზე, თა­ვის­თა­ვად უკვე სკან­და­ლუ­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მო­ი­თხოვს თუ არა დღეს არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის წინ წა­მო­წე­ვა­სა და გა­დაჭ­რას.

ჟე­ნე­ვი­სა და პრა­ღის ფორ­მა­ტე­ბი “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, ფორ­მა­ლუ­რად მა­ინც შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა სახე და ეთ­ქვა, რომ შეხ­ვედ­რე­ბი ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მე­სა­მე მხა­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით იმარ­თე­ბა. ეს ფორ­მა­ტი დღის წეს­რიგ­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის – ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი თუ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და. მაგ­რამ, რო­დე­საც ფორ­მა­ტი იც­ვლე­ბა, შუ­ა­მა­ვა­ლი ქრე­ბა, შეხ­ვედ­რა აღარ იმარ­თე­ბა ნე­იტ­რა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ნაც­ვლად, პრო­ცეს­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ერ­თვე­ბა და შეხ­ვედ­რა მინ­სკში (რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სე­თის სივ­რცეა) ტარ­დე­ბა, ეს ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლია.

ამ ნა­ბი­ჯით ქარ­თულ­მა მხა­რემ, რუ­სეთ­თან ერ­თად, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ა­დას­ტუ­რა, რომ ოკუ­პა­ცი­ის, “ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­და­პი­რი პო­ლი­ტი­კურ-დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ი­წყო. ეს არის იმ წე­სი­სა და პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც 2008 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვი­ცავ­დით. თუ აქამ­დე ვამ­ბობ­დით, რომ ოკუ­პან­ტთან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი არ გვაქვს, ახლა ეს კონ­ტაქ­ტი სა­ხე­ზეა და დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფორ­მა­ლუ­რი აღ­დგე­ნა.

მე­ო­რე სა­კი­თხია ის, რომ ამ პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­კი­თხთა სრუ­ლი სპექტრი – ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის თე­მე­ბი, კონ­ფლიქ­ტის ზონა, რე­გი­ო­ნუ­ლი და გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. წე­სით, ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ დე ფაქ­ტო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკვე გვაქვს, უბ­რა­ლოდ დე იურე ჯერ არ ვხსნით სა­ელ­ჩო­ებს. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გახ­სნა მხო­ლოდ ფორ­მა­ლო­ბა და ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტია ად­გილ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თუ სა­კონ­სუ­ლო სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. დე ფაქ­ტო პირ­და­პი­რი პო­ლი­ტი­კურ-დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი უკვე აღ­დგე­ნი­ლია და შემ­დეგ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­ელ­ჩო­ე­ბის გახ­სნის სა­კი­თხიც დად­გეს.

– რო­გორ გახ­სნი­ან სა­ელ­ჩოს იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ოკუ­პანტ რუ­სეთს ორი სა­ელ­ჩო უკვე აქვს გახ­სნი­ლი – ერთი ცხინ­ვალ­ში და ერთი სო­ხუმ­ში?

– დიახ, ეს რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მაგ­რამ ამის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი აშ­კა­რად ჩანს. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი აღ­დგე­ნა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან პირ­და­პირ ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ქუც­მა­ცე­ბი­სა და სო­ხუ­მი­სა და ცხინ­ვა­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას.

– რო­გორ ახ­სნით იმ ფაქტს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­სა და აშშ-სთან კრი­ზი­სულ ფა­ზა­შია, ხოლო ქვეყ­ნის შიგ­ნით პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ტეს­ტი და პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვის პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს?

– აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის სწო­რედ ახლა წა­მო­წე­ვა რუ­სე­თის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სა­გა­რეო-დიპ­ლო­მა­ტი­ურ აქ­ტი­ვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში რუ­სე­თი აქ­ტი­ურ სა­გა­რეო-დიპ­ლო­მა­ტი­ურ შე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლებს. ეს პრო­ცე­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­სა და ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად – და­ში­ნე­ბით, ჰიბ­რი­დუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბით, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მოს­კო­ვის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გავ­ლე­ნის გან­მტკი­ცე­ბა სა­კუ­თარ პე­რი­ფე­რი­ა­ზე, კერ­ძოდ, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ში რუ­სეთს პო­ზი­ცი­ე­ბი შე­სუს­ტე­ბუ­ლი აქვს, მის­თვის გა­დამ­წყვე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ქვეყ­ნის სრუ­ლი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა (“იღ­ლი­ა­ში ამო­დე­ბა“) და მისი გა­დაქ­ცე­ვა რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დე ფაქ­ტო ფორ­პოს­ტად რე­გი­ონ­ში. რუ­სეთს კარ­გად ეს­მის შექ­მნი­ლი კონ­ტექ­სტი: მას შემ­დეგ, რაც “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­კუ­თა­რი ნე­ბით თუ მოს­კოვ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­წყვი­ტა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან და აშშ-თან, ქვე­ყა­ნას აღარ ჰყავს სე­რი­ო­ზუ­ლი მო­კავ­ში­რე და მხარ­დამ­ჭე­რი. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე სუს­ტი რგო­ლი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოა. მოს­კო­ვის­თვის ეს ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტია სა­ი­მი­სოდ, რომ პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ტკი­ცებ­ლად რო­გორც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ისე სხვა ტი­პის შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

– კონ­კრე­ტუ­ლად რას შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს რუ­სე­თის ეს მო­თხოვ­ნე­ბი და მიზ­ნე­ბი?

– ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ას და სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის ავ­ლას: სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­აგ­რძე­ლოს რუ­სეთ­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, არ უნდა შე­უ­ერ­თდეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­უ­ღოს კარი რუ­სულ ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ახლო მო­მა­ვალ­ში სა­სან­ქციო სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბულ არა­ერთ რუ­სულ კომ­პა­ნი­ას ვი­ხი­ლავთ. ზე­წო­ლის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სო­ხუმ­თან და ცხინ­ვალ­თან ე.წ. თავ­და­უს­ხმე­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა. რუ­სე­ბი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად, ორ თვე­ში ერთხელ მა­ინც იმე­ო­რე­ბენ, რომ პრინ­ცი­პუ­ლია სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის ე.წ. დე­ლი­მი­ტა­ცია და დე­მარ­კა­ცია.

მო­თხოვ­ნა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ან­ტი­და­სავ­ლუ­რი კურ­სის გაღ­რმა­ვე­ბა: კრემ­ლის­თვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი რი­ტო­რი­კი­სა და პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა, რა­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აქამ­დეც ახორ­ცი­ე­ლებ­და. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ თა­ვად რუ­სე­თი დიდ ზე­წო­ლას ახ­დენს ევ­რო­კავ­შირ­სა და მის წევრ ქვეყ­ნებ­ზე და ეს და­პი­რის­პი­რე­ბა შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო გამ­წვავ­დეს, სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია, რომ ეს პრო­ცე­სი სწო­რედ ახლა გა­აქ­ტი­ურ­და და მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

– მინ­სკის შეხ­ვედ­რას რუ­სე­თის მხრი­დან ახა­ლი სა­ვაჭ­რო შე­ზღუდ­ვე­ბი უძღო­და წინ – ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი დათ­მო­ბე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის რის­კი აშ­კა­რაა. რა­ტომ მი­დის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ ნა­ბიჯ­ზე, ეს ხომ მის­თვის თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია?

– თუ ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სტრუქ­ტუ­რას შევ­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ, რომ რუ­სეთ­თან აქ­ტი­უ­რი სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მქო­ნე ბიზ­ნე­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ არის და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კომ­პა­ნი­ებ­ზე რუ­სე­თის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი შე­ზღუდ­ვა მათ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს, რაც სა­ბო­ლო­ოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. მოს­კოვ­მა კარ­გად იცის, რომ “თაფ­ლაკ­ვე­რი­სა და მათ­რა­ხის“ პო­ლი­ტი­კით შე­უძ­ლია “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ ზე­წო­ლა არა მხო­ლოდ პირ­და­პირ, არა­მედ მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბიზ­ნეს­წრე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ამ გზით კრემ­ლი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მისი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ვაჭ­რო შე­ზღუდ­ვებს გა­ა­ფარ­თო­ებს და რუ­სულ ბა­ზარ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ბიზ­ნე­სებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბათ.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დიდ­წი­ლად სწო­რედ ბიზ­ნე­სის შე­მო­წი­რუ­ლე­ბებს ეყ­რდნო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს რუ­სე­თის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ერთ-ერთი ეფექ­ტი­ა­ნი ბერ­კე­ტია. რუ­სეთს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­პა­თია არ აქვს. კრემ­ლმა კარ­გად იცის, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა და ამის­თვის მას, შე­საძ­ლოა, ბევ­რი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმაც მო­უ­წი­ოს. რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი კი, ჩემი შე­ფა­სე­ბით, ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ცხინ­ვა­ლი­სა და სო­ხუ­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დე ფაქ­ტო და დე იურე აღი­ა­რე­ბაა, შემ­დეგ კი – თით­ქოს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს, აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ერ­თი­ა­ნი კონ­ფე­დე­რა­ცი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა. ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის სა­ხე­ლით შეს­თა­ვა­ზე­ბენ, სა­ნაც­ვლოდ კი სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლურ კურსსა და ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე უა­რის თქმას უნდა და­თან­ხმდეს.

– ალ­ბათ ასე­თი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ შე­დის სომ­ხე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და თურ­ქე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის, და­სავ­ლეთ­ზე რომ აღა­რაფ­რი ვთქვათ…

– რა თქმა უნდა, არ შე­დის. თუ რუ­სეთ­მა გა­იმ­ყა­რა აქ თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბი­ან და ასეთ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო იქ­ცე­ვა ფრონ­ტის ხა­ზად და აქ გავა ძი­რი­თა­დი და­პი­რის­პი­რე­ბის ხაზი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში. დიახ, სწო­რედ “ოც­ნე­ბის“ გა­უ­აზ­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა და რუ­სე­თის მი­მართ დათ­მო­ბე­ბი მივ­ყა­ვართ ასეთ საფრ­თხემ­დე. ერ­თია და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რა­საც ყვე­ლა ემ­ხრო­ბა, მაგ­რამ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, გა­უ­გე­ბა­რია ის დათ­მო­ბე­ბის ხაზი, რა­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ახორ­ცი­ე­ლებს რუ­სე­თის მი­მართ, ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის კუ­თხით რა­ტომ არ იდ­გმე­ბა არა­ვი­თა­რი ნა­ბი­ჯე­ბი. 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ნა­ბი­ჯიც კი არ არის გა­დად­გმუ­ლი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. პი­რი­ქით, მი­ნის­ტრე­ბი ჯა­რის საჭ­მლის და ბა­თინ­კე­ბის ფულს პა­რა­ვენ ჯა­რის­კა­ცებს. ქარ­თუ­ლი ჯარი ტექ­ნი­კუ­რი და საბ­რძო­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ბევ­რად ჩა­მორ­ჩე­ბა რო­გორც სომ­ხეთს, ისე აზერ­ბა­ი­ჯანს, თურ­ქეთ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. ასე რომ, თით­ქოს მშვი­დო­ბის დაც­ვის სლო­გა­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კას სი­ნამ­დვი­ლე­ში სწო­რედ კონ­ფლიქ­ტის, და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და ეს­კა­ლა­ცი­ის საფრ­თხემ­დე მივ­ყა­ვართ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, თუ რო­გორ რე­ა­გი­რებს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი ამ სა­კი­თხზე. ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს არ აქვს უნა­რი, კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლად და­ა­ფიქ­სი­როს პო­ზი­ცია მთელ რიგ სა­კი­თხებ­ზე და, რო­გორც მი­ნი­მუმ, მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნა­ხოს, რომ ერ­თია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და სხვაა და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი. ვერც კი იაზ­რე­ბენ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ზი­ცი­ე­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლად და­ფიქ­სი­რე­ბა ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, მინ­სკის შეხ­ვედ­რაა. მათ იმა­ზეც კი არ ამო­ი­ღეს ხმა, თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ აფხა­ზეთ­თან მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფი რომ შექ­მნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რო­გორც “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, ისე ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია.

ავტორი: ხათუნა ბახტურიძე
წყარო: ambebi.ge

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის კრახი?“ — ვინ და რატომ შექმნა თურქეთში „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“?

„ეს ამბავი ცალსახად მიანიშნებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზულ ჩავარდნაზე თურქეთის მიმართულებით“, - ეუბნებიან ექსპერტები რადიო თავისუფლებას. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შვიდი თურქული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ჩართულობით...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა