გენერალი ლეონიდ ივაშოვი – ,,საჭიროა მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალება, ეს მთავრობა უნდა წავიდეს!”
“ყირიმში მცხოვრები ხალხი მეკითხება, შესაძლოა თუ არა, რომ მალე პური და ბენზინი გაქრეს? საქმე ისაა, რომ შესაძლოა საერთოდ რუსეთი გაქრეს!
თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა 2028-29 წლისათვის, რუსეთის სახელმწიფო ჩამოიშლება. საჭიროა მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალება, ეს მთავრობა უნდა წავიდეს.
უკრაინელებმა ყირიმის ხიდის განადგურებით პუტინი და მთელი ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოს თვალწინ დაამცირეს. როდესაც ჩვენ დავიწყეთ კიევის ხიდებზე დარტყმების მიყენება, მაშინ ვთქვი, რომ მოემზადეთ პასუხისთვის.
მომხდარის შემდეგ ყირიმში რუსული დროშების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ყირიმში ავტომანქანებზე გაქრა Z პატრიოტული სიმბოლიკა, გუშინდელი Z პატრიოტები დღეს გულმოდგინედ ფხეკენ ამ სიმბოლოებს.
ყირიმში ხალხი მეკითხება, შესაძლოა თუ არა, რომ მალე პური და ბენზინი გაქრეს? საქმე ისაა, რომ შესაძლოა რუსეთი გაქრეს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა 2028-29 წლისათვის სახელმწიფო ჩამოიშლება.
უკრაინა მორალური თვალსაზრისით რუსეთზე გაცილებით ძლიერია! ჩვენ კი ამასობაში სრული დეგრადაციის კონდიციაში ვიმყოფებით და ეს არის მთავარი! დეგრადაცია მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.
ბირთვული ისტერია არ გვჭირდება. ბირთვული იარაღი ვერ დაგვეხმარება, როგორც ვერ დაეხმარა საბჭოთა კავშირს გადარჩენაში. ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში, თუნდაც ტაქტიკური დანიშნულების, ჩვენთვის კატასტროფის და უბრალოდ განადგურების მომტანი იქნება.
ჩვენ აღარ ვართ ცალკე ცივილიზაცია. ამას ვაცხადებ როგორც მეცნიერებათა დოქტორი. თუკი საბჭოთა კავშირზე მოდიოდა მსოფლიო ტექნოლოგიური მიღწევების 8%, დღეს რუსეთს ამ დარგში უკავია 0.38%.
ხელისუფლებაში პატრიოტებს არ აჩერებენ, ასეთებს დევნიან. ილიუხინმა პუტინზე რაღაც თქვა და უეცრად მოკვდა, ნავალნიმ კორუფციის შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა და ციხეში მოკვდა. ახალ დუმაში არცერთი წესიერი და მამაცი ადამიანი არ არის. თუ წინა მოწვევის დუმაშიც იყო რამდენიმე, ამ ახლანდელ დუმაში ასეთი არავინ შეუშვეს.
ხელისუფლება ადამიანებს უცხოელ აგენტებად აცხადებს თავიანთი მოსაზრებების, პატიოსნების და წესიერების გამო.
საჭიროა მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალება, ეს მთავრობა უნდა წავიდეს!”










