სამშაბათი, მაისი 30, 2023
Google search engine
მთავარიპოლიტიკასალომე სამადაშვილი: პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, უნდა გამოხატოს სრული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ

სალომე სამადაშვილი: პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, უნდა გამოხატოს სრული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ

პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. პირველ რიგში, უნდა გამოხატოს სრული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხს გამოეხმაურა.

„ასეთი გამოწვევა ჩვენს სახელმწიფოსა და სუვერენულ უფლებებს 2008 წლის შემდეგ არ ჰქონია. ვხედავთ, რომ საფრთხე ყოველწუთიერად მძიმდება და შესაბამისად, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. პირველ რიგში, უნდა გამოხატოს სრული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. მათ შორს, ჩვენ მიგვაჩნია და ამას ვითხოვთ უკვე რამდენიმე დღეა, შესაბამისი საპარლამენტო რეზოლუციის მიღების გზით“, – განაცხადა სამადაშვილმა.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას გამართავს.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

დაკავშირებული სტატიები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -
Google search engine

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები

Georgia
1,842,046
სულ შემთხვევები
Updated on May 30, 2023 4:22 am