ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
Google search engine
მთავარითავდაცვა-შეიარაღებასამოქალაქო თავდაცვა - დაუცველი მოსახლეობა და სუსტი რგოლი

სამოქალაქო თავდაცვა – დაუცველი მოსახლეობა და სუსტი რგოლი

საზოგადოების ინტერესს მიღმა დარჩენილი სამოქალაქო თავდაცვა – დაუცველი მოსახლეობა და სუსტი რგოლი!

მშვიდობიანობისა და ომის დროს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სამოქალაქო თავდაცვა სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანი საგანგებო სიტუაციის შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების გაგზავნას, მათთვის თავშესაფრების და თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყოფას ითვალისწინებს.

თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციას რეგიონში და მიმდინარე მოვლენებს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, რომლის საფრთხეც მთელ ქვეყანას ემუქრება (სტიქიური უბედურებების გარდა), ქვეყანა მზად უნდა იყოს ომისთვისაც და ამ დროს რა მექანიზმი უნდა ამუშავდეს, რა უნდა იცოდნენ საქართველოს მოქალაქეებმა, რას უნდა აკეთებდეს სამოქალაქო თავდაცვა?

აქვე დავსვათ კითხვა, არის თუ არა დღეს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვა მოწოდების სიმაღლეზე? – პასუხიც ცხადზე ცხადია, არა.

აქტუალური კითხვები, რომლებზეც პასუხი ყველა საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს:

1. საზოგადოებამ იცის თუ არა, რა არის სამოქალაქო თავდაცვა;

2. სად ისწავლება, ვინ ასწავლის, ამ მნიშვნელოვან თემას, საზოგადოების ინფორმირებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის რა კეთდება;

3. არის თუ არა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგაშო სიგნალები დამონტაჟებული;

4. სიგნალის ამოქმედების დროს საგანგებო სიტუაციაში პირველი ქმედება ანუ რას უნდა აკეთებდეს ადამიანი, სად შეაფაროს თავი, სახლის სარდაფი, მეტრო, ბუნკერი, არის თუ არა მოსახლეობა ინფორმირებული მათი საცხოვრებელი ადგილიდან უახლოესი თავშესაფრების შესახებ;

5. აქვს თუ არა სახელმწიფოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ქვეყანაში ომის დაწყების დროს სურსათის მარაგები, სამედიცინო მედიკამენტები;

6. შესაბამის სამსახურებს აქვთ თუ არა სამოქალაქო თავდაცვის დროს მოხალისეთა გადამზადების პროგრამა, საერთოდ არსებობენ თუ არა მომზადებული დანაყოფები, ჯგუფები, იციან თუ არა სად გამოცხადდნენ, დისლოკაციის ადგილები, დაზარალებული ადამიანების პირველადი დახმარება და ა.შ.;

7. ქვეყნის მასშტაბით დიდ თუ მცირე ზომის ქალაქებსა და დასახლებებში თუ არის გამოკრული უახლოესი თავშესაფრების აგდილმდებარეობა სადაც მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხოდ ყოფნას;

8. სულ რამდენი თავშესაფარია (ბუნკერი) საქართველოში, რამდენია მოქმედი, რამდენი გაუქმებული, რამდენი კომერციული ფართებისთვის გადაცემული, რამდენი აღსადგენი, რამდენი აღდგენილი ან მოქმედი;

9. მოქმედ ბუნკერებში არის თუ არა შესაბამისი პირობები: კონდინცირება, გათბობა, ელექტრომომარაგება, საწოლები, მარაგები და რამდენ ადამიანზეა გათვლილი დასახლებული პუნქტის მიხედვით;

10. არსებობს თუ არა დედაქალაქიდან ან სხვა ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, რა გზებით და როგორ უნდა დატოვონ ადამიანებმა დასახლებული პუნქტი, ვინ გაუწევს კოორდინაციას;

11. საქართველოს რეგიონებში არის თუ არა თვითმართველო ორგანოები გადამზადებული;

აქვე ავღნიშნავ, რომ მთელს მსოფლიოში სამოქალაქო თავდაცვას (განსაკუთრებით აშშ, ევროპა, კანადა, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ავსტრალია და ა.შ.) მსოფლიოში მიმდინარე საფრთხის შემცველი სიტუაციის გამო განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამოქალაქო თავდაცვას, გაიზარდა დაფინასება, გარკვეულმა ქვეყნებმა გადახედეს და უფრო დახვეწეს სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმები.

P.S. როგორც შს სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2003 წლის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე სულ აღირიცხებოდა 6 499 დამცავი ნაგებობა. 2015 წლის მონაცემებით კი, აღრიცხულია 1 186 დამცავი ნაგებობა, რომელთა ძირითადი ნაწილი შეუსაბამოა საექსპლუატაციო მოთხოვნებთან.

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხული 1 186 დამცავი ნაგებობიდან, მოსახლეობის მიერ თავის შეფარება მხოლოდ 105-ში არის შესაძლებელი.

არ არსებობს ზუსტი მონაცემები საქართველოში რამდენი ბუნკერია, რადგან ეს საკითხი სრულყოფილად არც ხელისუფლებას აქვს შესწავლილი, არ ვიცით რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს მონაცემები გასაიდუმლოებული იყო, თუმცა არსებობს სავარაულო მონაცემები, რომ მხოლოდ დედაქალაქში 450-მდე ბუნკერია.

დევი გოლეთიანი

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა