შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიპოლიტიკაევროკავშირის ელჩი: თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია,...

ევროკავშირის ელჩი: თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში, ორი მათგანი ახალია – პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე – საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ის ისურვებდა, რომ საქართველოში უფრო აქტიურად ებძოდნენ დეზინფორმაციას.

„რაც შეეხება პირველს, რისი მოწმეებიც ვართ არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, სამეზობლოში, არის „ნარატივების ბრძოლა. თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, რომელთა უმრავლესობა ვიტყოდი, რომ ქვეყნის გარედა მოდის, თუმცა სამწუხაროდ, მას იმეორებენ და ზოგჯერ აძლიერებენ საქართველოს შიგნით.

ზოგიერთი მათგანის სამიზნე არის ევროკავშირი, მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა. ვისურვებდით, საქართველოში ყველა, მთავრობის ჩათვლით, ძალიან აქტიურად ებრძოდეს ამ ნარატივებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ საწამლავმა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება მათ მიერ, ვისაც კარგი არ სურს ევროკავშირისთვის, არ მოწამლოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე,“ – აღნიშნა ელჩმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.


მეორე საკითხი – ელჩის შეფასებით, საქართველოს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის კლებადი დონე აქვს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო არ შეუერთდა 27 წევრის მიერ კოლექტიურად მიღებულ გადაწყვეტილებას. 

  • ჰერჩინსკის თქმით, მას ესმის საკითხის სენსიტიურობა და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ე.წ. არაღიარების პოლიტიკის შესახებ:

„თუმცა გრძელ ვადაში ჩვენ გვექნებოდა მოლოდინი, რომ საქართველო – ქვეყანა, რომელსაც სურს, გახდეს ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფო, ჰქონდეს დადებითი ტენდენცია და სულ უფრო მეტად შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან და სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე კვირაში ეს ხდება კიდეც – არის თავსებადობის ხარისხის გარკვეული ზრდა,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს კვლავ არადამაკმაყოფილებელია.

„მაგრამ დადებითი ტენდენცია მაინც არის და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დაგვეწევა და შესაბამისობის დონე სულ უფრო გაიზრდება,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.


კითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირსაც დიდი ფასი უჯდება ევროკავშირსაც და მის წევრებსაც, თუმცა რუსეთი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის და ამიტომ მიიღო ევროკავშირმა სანქციების განხორციელება.

ელჩმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა, რომ ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.


„საქართველომ გადაწყვიტა, არ შეუერთდეს ვაჭრობის სფეროში ჩვენს სანქციებს, დასაბუთება სრულად მესმის. საქართველო რუსეთის მეზობელია, ჩვენგან განსხვავებულია მისი ეკონომიკა, მისთვის ჯერ მნიშვნელოვანია რუსეთთან ვაჭრობა – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება,“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 


პაველ ჰერჩინსკი ასევე იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც საქართველო ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის თანხვედრის პროცესში შესაბამისობაში მოექცევა ევროკავშირის ძალიან მკაცრ და ძალიან მკაფიო პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს ნებისმიერი პირდაპირი რეისის აკრძალვას ევროკავშირსა და რუსეთს შორის – ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ ერთსულოვნად.

„ვიცოდით, რომ დიდი ფასი უნდა გადაგვეხადა ევროკავშირის მოქალაქეებს, ამის მიუხედავად, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა, რაც შეიძლება დიდი ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ერთ-ერთი ელემენტი იყო ყველა პირდაპირი რეისის აკრძალვა რუსეთთან,“ – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკი.


ასევე გაეცანით: ევროკავშირის ელჩი: შეთქმულების თეორია, პროპაგანდა, რომელიც ძლიერდება საქართველოს შიგნით, უნდა შეჩერდეს

წყარო: europetime.eu/ka/

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა