“საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი გზა აირჩია… ამის გამოსწორების საშუალება სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საუბრობს, სადაც მიმდინარეობს მოსმენა “ევროპის მომავალი”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკითხიც განიხილება.
…ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში პარტიული ელიტები უარს ამბობენ ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა უჭერს მხარს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამან აიძულა მთავრობა, რომ ჩაედოთ ეს პუნქტი კონსტიტუციაში. ამ ეტაპზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ითხოვს გაერთიანებას იმ კლუბებში, რომელშიც ჩვენ ვართ გაერთიანებული. მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ იმისთვის, რომ შეუერთდნენ ამ კლუბს, უნდა დაიცვან ამ კლუბის წესები და პირველი მაჩვენებელი იქნება სამართლიანი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს.
ჩვენ ვიცით, რომ გადაიდო სამხედრო წვრთნები ამერიკელებსა და ქართველებს შორის და ჩვენ ასევე ბევრი სათქმელი გვექნება. ევროკავშირი ამბობს, რომ საქართველოს გაწევრიანება შეჩერებულია. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ საშუალებას და შესაძლებლობას, რომ დავაწესოთ სანქციები არამხოლოდ იმათზე, ვინც სარგებლობს კორუფციით, არამედ იმათზე, ვინც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას. ჩვენ ასევე დავაწესეთ შეზღუდვები შეერთებულ შტატებში შესვლაზე, ანუ სავიზო შეზღუდვები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობისთვის გზა ამის გამოსწორებისთვის არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
უცხოური გავლენის შესახებ კანონი შეიძლება ყოფილიყო ანალოგიური ევროკავშირის კანონისა და არა რუსული კანონისა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა იყო შეჩერებული და ახლა, ძალიან საეჭვოდ, ჩინურ კომპანიას გადაეცა. მე ვფიქრობ, რომ საქართველო, შესაძლოა, ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ზოგადი შავი ზღვის უსაფრთხოების თეორიისა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ აირჩია გზა, რომელიც არ არის სწორი და მართალი და საქართველოს მთავრობა ატარებს ამ პოლიტიკას. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა. [სინქრონული თარგმანი]