პარასკევი, ივნისი 20, 2025
Google search engine
მთავარიპოლიტიკა"საქართველო ძალიან ევროპული ქვეყანაა - საქართველოში, არსებობს რუსეთის აქტიური ხელი სადაც მათი...

“საქართველო ძალიან ევროპული ქვეყანაა – საქართველოში, არსებობს რუსეთის აქტიური ხელი სადაც მათი მავნე გავლენა ძალიან დაიხვეწა” – IRI-ს პრეზიდენტი

IRI-ს პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა ყოფილ ამერიკელ კონგრესმენთან, ჯონ შიმკუსთან ერთად პოდკასტში საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებსა და კენჭისყრის დღეს გამოკვეთილი დარღვევების შესახებ ისაუბრა.

ტვაინინგის თქმით, რუსეთის მავნე გავლენა ძალიან დაიხვეწა, ხოლო “საქართველოში, ისევე როგორც მოლდოვაში, არსებობს რუსეთის ძალიან აქტიური ხელი”.

IRI-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მმართველმა პარტიამ გამოიყენა “სახელმწიფო ძალაუფლების, სისტემური დაშინების და შევიწროების” ყველა ფორმა იმისთვის, რომ მიეღოთ შედეგები, რომლებიც ვნახეთ. 

ტვაინინგი ასევე აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, “სახელმწიფო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოყენებით ხდებოდა მმართველი პარტიის დღის წესრიგის ხელშეწყობა”. 

“ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს, რომ ქვეყანა უკან იხევს დემოკრატიის კუთხით და სახელმწიფოს მიტაცებით.

როცა მმართველი პარტია კონტროლს ამყარებს ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუციაზე – ეს ეხება არამხოლოდ აღმასრულებელ ფრთას, ასევე საარჩევნო კომისიას, სასამართლოებს, ეს ასევე მოიცავს მედია სივრცის დიდ ნაწილსაც.

სახელმწიფოსა და პარტიას შორის უნდა არსებობდეს გარკვეული მიჯნა.

მე და კონგრესმენი შიმკუსი გავხდით მოწმეები, რომ საქართველოში სახელმწიფო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოყენებით ხდებოდა მმართველი პარტიის დღის წესრიგის ხელშეწყობა.   

არ იყო დაყოფა სახელმწიფო ინსტიტუტების ლიდერებსა და პარტიებს შორის.

IRI-ს გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს სურს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

ეს ძალიან ევროპული ქვეყანაა – ეს არ არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება გაყოფილია, სადაც მოსახლეობის ნახევარი რუსეთისკენ მიისწრაფვის, ხოლო მეორე ნახევარი ევროპისკენ, მაგრამ ამ არჩევნებზე ვნახეთ მმართველი პარტიის მხრიდან დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ გამოეყენებინათ სახელმწიფო ძალაუფლების ყველა ფორმა, ასევე სისტემური დაშინება და შევიწროება, რომ მიეღოთ შედეგები, რომელიც ვნახეთ.

შესაბამისად, კითხვა მდგომარეობს შემდეგში – იყო თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიული, სანდო და ლეგიტიმური?

ბევრი ქართველი გეტყვით, რომ არა.

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში, ისევე როგორც მოლდოვაში არსებობს რუსეთის ძალიან აქტიური ხელი.

რუსეთის მავნე გავლენა ძალიან დაიხვეწა – ეს გულისხმობს საინფორმაციო ოპერაციებს, სოციალური ქსელების ოპერაციებს, თვალთვალის სხვადასხვა ფორმას – არსებობს ინსტრუმენტების კომპლექტი, რომლებსაც ავტორიტარული რეჟიმები არჩევნების შედეგების მანიპულირებისთვის იყენებენ.

რუსეთი ჩაერია ძალიან აქტიურად – ბანდიტური ქმედებები, დამოკიდებულება, რომელიც ადგილზე ვნახეთ, მსგავსს რუსეთში ნახავდით 10-15 წლის წინ, როდესაც პუტინი, ამ მოდელს აუმჯობესებდა”. – თქვა ტვაინინგმა.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა