პარასკევი, ივნისი 20, 2025
Google search engine
მთავარიმსოფლიოუკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების გეგმა და ეს არის...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: უკრაინას აქვს ყირიმის დაბრუნების გეგმა და ეს არის შესრულებადი მისია – “მე ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს”

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ, The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მე ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. მე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ვიზამთ“ – ამბობს სირსკი.

უკრაინელი მთავარსარდლის განცხადებით, ყირიმის დაბრუნება სრულიად რეალისტური ამოცანაა – „ ეს რეალისტურია. თუმცა, რა თქმა უნდა, ის სამხედრო საიდუმლოა“ – განაცხადა გენერალმა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრიანა დაუბრუნდეს 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს – „ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ… რათა გავათავისუფლოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობენ, რომლებიც იტანჯებიან“ – ამბობს გენერალი.

მთავარსარდალმა მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ რუსეთის დანაკარგები სამჯერ უფრო მეტია, და ზოგიერთ მონაკვეთზე კიდევ უფრო მეტი, ვიდრე უკრაინის, რაც განსხვავებული ტაქტიკის დამსახურებაა – „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მებრძოლების სიცოცხლის შენარჩუნება. ჩვენ ნანგრევებს თავს არ ვაკლავთ“ – ამბობს გენერალი, მაშინ, როცა, საოკუპაციო არმიას მცირე წინსვლაც უდიდეს დანაკარგებს უკავშირდება.

სირკის განცხადებით, საოკუპაციო არმია გაიზარდა და მათი რიცხვი ნახევარ მილიონს აღწევს. 2024 წლის ბოლოსთვის კი მათი რაოდენობა 690 ათასს მიაღწევს.

სირსკი დარწუნებულია, რომ იცის როგორ დაამარცხოს რუსეთი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი – ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი

გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა, ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარი არის ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელითაა ცნობილი, ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“,...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა