ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
Google search engine
მთავარიგანათლებაუპრეცედენტო რეკორდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის

უპრეცედენტო რეკორდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის

საუკუნოვანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არამხოლოდ სამეცნიერო არამედ სპორტული მიღწევებითაც გამოირჩევა. სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს სახელოვან მეცნიერს, პროფესორსა და სპორტსმენს ჰენრი კუპრაშვილს. რომელმაც ახლახან 6 ოქროს მედალი მოიპოვა სლოვენიაში გამართულ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე. სულ კი იგი არის ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გარდა ცურვისა მან ოქროს მედლები მოუტანა მშობლიურ უნივერსიტეტს თანამედროვე ხუთჭიდის ბიატლსა (ორჭიდი- სირბილი, ცურვა, ცირბილი) და ტრიატლში (სამჭიდი- სროლა, ცურვა და სირბილი).  უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ერთი სპორტსმენის მიერ მსოფლიო ჩემპიონის 9 მედლის მოპოვება მთლიანობაში უპრეცედენტო მოვლენაა სტუ-ის სპორტული ცხოვრების ისტორიაში. ასევე, აღსანიშნია ის ფაქტი, რომ 2023 წლის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით ზამთრის ცურვაში სპორტკლუბების რეიტინგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უპრეცედენტო 22-ე ადგილზეა.

ცნობილია, რომ ჰენრი კუპრაშვილს ეკუთვნის მსოფლიო-საგინესო რეკორდიც, მან კაცობრიობის ისტორიაში პირველმა 2002 წელს გადაცურა დარდანელის სრუტე „მხედრული კოლხურით“, ანუ ოთხგან ხელფეხშეკრულმა ევროპის კონტინენტიდან აზიის კონტინენტემდე იცურა 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში.

ჰენრი კუპრაშვილი სტუ-იში მუშაობს 1968 წელიდან და გავლილი აქვს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა საფეხური: პრეპარატორი, ლაბორანტი, უფრ. მასწავლებელი, დოცენტი და პროფესორი.

საინტერესოა, რომ მან ასევე წარმატებას მიაღწია საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპარეზზე, იგი არის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი; ვიცე-პოლკოვნიკი; ომისა და ეროვნული მოძრაობის ვეტერანი; სპორტის დამსახურებული მოღვაწე. ჰენრი კუპრაშვილი ავტორია 5 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოსი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და კონფერენციაზე წაკითხული 100-ზე მეტი მოხსენების, მისი ხელმძღვანელობით 22 დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია.

ჰენრი კუპრაშვილს მიღებული აქვს ჯილდოები: ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი; „მხედრული მამაცობისათვის“ მედალი; „სამგალითო სამსახურისთვის“ უკრაინის შჯ-ის მედალი; ბაირონის საერთაშორისო საზოგადოების ოქროს მედალი; ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მადლობის სიგელი, წლის ადამიანი-2002, გაზეთი “ახალი ეპოქა”; სტუ-ის აკადემიური საბჭოს საპატიო დიპლომი; ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის პრემია.

ჰენრი კუპრაშვილი ეროვნულ მოძრაობაში არჩეული იყო: «დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის – ჩოხოსნები 1973»-ის თავმჯდომარედ 1973 წელს; ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია «იმედის» საწინამძღვროს წევრად (1989-1991); საქართველოს სახალხო ფრონტის დარბაზის წევრად (1989-1992); ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია «აიეტის» თავმჯდომარედ 1990 წ.

ჰენრი კუპრაშვილი არის ავტორი და ხელმძღვანელი:

ეროვნული უშიშროების საბჭოში 1996 წელს განხორციელებული სტრატეგიული ანალიზისა და გლობალური მოდელირების ავტომატიზებული სისტემისა „დიდგორი“ (პრეზიდენტის # 05-ს განკარგულება12.02.1996); იმავე აპარატში პოლიტიკურ მოვლენათა პოლიტომეტრიკული მეთოდით ანალიზისა და პროგნოზირების სისტემისა „აისი“; სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული პოლიტიკისმცოდნეობის მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“.

ჰენრი კუპრაშვილი: ცხოვრებაში უამრავი ჯილდო მიმიღია, მაგრამ განსაკუთრებით ვაფასებ ჩემი მშობლიური ფაკულტეტის სითბოსა და ყურადღებას.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია: დღეს ფაკულტეტის სახელით გადავეცით მადლობის სიგელი სპორტული და სამეცნიერო მიღწევებისთვის. ფაკულტეტი ამაყობს ჰენრი კუპრაშვილით,  დიდი მადლობა და ჩვენი დიდი სიყვარული მას ყველაფრისათვის.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია” | აშშ-ის სახდეპის განცხადება

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, ეს მექანიზმი შეჩერებულია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი.  "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა