10 მაღალჩინოსანი, რომელმაც ყველაზე მეტი იშოვა – მილიონერების ათეულის სიაშია საქართველოს პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წელს სამ ბინას, ერთ ავტოფარეხს და 2 არასაცხოვრეველ ფართს ფლობდა.
რა ხდება დღეს?
- სამი ბინა
- 1 ავტოფარეხი
- 2 არასაცხოვრებელი ფართი
- ტყე ბაკურიანში
- 500 000 ლარის მაჯის საათები
- საგვარეულო მამულები
- ღვინის ბიზნესი “ქართული ფესვები” (მამის, სახელზე)
- RANGE ROVER VELAR, AUDI 8
მილიონერთა სიაშია ქვეყნის პირველი პოლიციელი. 2012 წლამდე ვახტანგ გომალაური და მისი ცოლი 2 ბინას ფლობდნენ ვარკეთილში.
რა ხდება დღეს?
- სახლი ტაბახმელაში 2000 M2
- ბინა “აქსის თაუერსში” 200 M2 (1 M2 – 3500$)
- 2 მიწის ნაკვეთი
- 2 მიწისქვეშა ავტოფარეხი (ჭავჭავაძის ელიტურ კორპუსში)
- ბეთლაივი, თეგა, მცხეთის რესტორანი
სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, მას 2012 წლამდე დეკლარაცია არ აქვს შევსებული. რაც შეეხება უახლეს დოკუმენრტს ქონების ჩამონათვალი შთამბეჭდავია:
- 34 138 M2 მიწის ნაკვეთები
- ღვინისა და სპირტის ქარხნები
- მარანი კახეთში
- ვენახები
- მშენებარე ობიექტები
- 4 სართულიანი სახლი
- შვილისთვის ნაყიდი მიწა კარკასით
მოქმედი ბიზნესომბუდსმენის ქონება 2013 წელს 1 ბინისგან, შინდისში სახლისგან, სამი ბინისგან შეფგებოდა. ქონება ჯამში კი 155 000 $-სგან შედგებოდა.
რა ქონებას ფლობს ოთარ დანელია დღეს?
- რესტორანი ბათუმში – 500 000$
- აპარტამენტი ბათუმში – 148 000$
- სახლი კაკლების უბანში
- მიწის ნაკვეთი 2400M2
გამდიდრდა ე.წ. სასამართლო კლანის ლიდერიც – ლევან მურიუსიძე 2012 წელს 1 ბინას ფლობდა. დღეს ლავენ მურუსიძისა და მასთან არასამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ლელა ჭანიას ქონების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ლევან მურუსიძე
- სახლი ძეგვში – მიწის ნაკვეთის ღირებულება – 105 000$
- მიწის ნაკვეთი კახეთში
- მარცვლეულის ბიზნესი
ლელა ჭანია
- ბინა საირმეზე – 50 000$
- ბინა მირიან მეფის გამზირზე – 40 000$
- 627M2 მიწის ნაკვეთი – 38 000$
- 700 M2 მიწის ნაკვეთი დიღომში – 45 000$
- ბინა ბათუმში – 35 000$
- სამაჯური 10 000$
- ბეჭედი 3 000$
რაც შეეხება შალვა ტადუმაძეს, 2012 წლის მონაცემით, მას და მის მეუღლეს 4 ბინა და 1 არასაცხოვრებელი ფართი ჰქონდათ.
რა ხდება დღეს?
- 2 კომერციული ფართი საბურთალოზე – 140 000$
- 2 კომერციული ფართი ბოხუას ქუჩაზე – 258 000$
- 2 ბინა (ბახტრიონზე და ვაჟა-ფშაველას გამზირზე)
- აგარაკი მცხეთაში
ყველაზე გამორჩეული TOP 10-ში “ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილია. 2016 წელს მის სახელზე, დეკლარაციის მიხედვით, არაფერი ირიცხებოდა.
როგორია მათიკაშვილის ქონებები დღეს?
- 4 ბინა “არქის” კომპლექსში – 120 000$
- მიწის ნაკვეთი თხინვალში – 90 000$
თვალსაჩინოდ გამდიდრებულია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ვანო ზარდიაშვილიც. 2013 წლის მონაცემით ეს უკანასკნელი 2 ბინას და 2003 წლიან მერსედესს ფლობდა.
ბოლო დეკლარაცია ასეთია:
- 6 ბინა
- 1 ავტოფარეხი
- 1 კომერციული ფართი (მამის სახელზე)
- ბინა “არტ ჰაუს პლაზაში” – 2 000 000 ლარი
TOP 10-ში შევიდა მერიის მაღალჩინოსანი, ირაკლი ხმალაძე. 2014 წელს 1 ბინის და მიწის ნაკვეთის მფლობელი იყო. თბილისის ვიცე-მერის ქონება დღეს ძალიან ძვირადღირებულია:
- მიწის ნაკვეთი ლისზე – 108 000$
- სახლი – 275 000$
- სახლი გაყიდა რუსეთის მოქალაქეზე – 1 000 000$
მიხეილ ჩინჩალაძე ოფიციალურად მილიონერია – 2014 წელს ფლობდა ბინას (145 M2) და მიწის ნაკვეთს საგურამოში (1500M2)
რა ხდება დღეს?
- ბინა ბახტრიონზე (ჩუქება)
- სახლი საგურამოში
- 2 ბინა მამიდის სახელზე
- სამი ავტოფარეხი