მთავარიეკონომიკა„შეიძლება დაგეკისროთ სანქციები, თუ...“ - ბრიტანეთის მთავრობა ქართული ბიზნესისთვის „სანქციების გზამკვლევს“ აქვეყნებს

„შეიძლება დაგეკისროთ სანქციები, თუ…“ – ბრიტანეთის მთავრობა ქართული ბიზნესისთვის „სანქციების გზამკვლევს“ აქვეყნებს

რა წერია ბრიტანეთის მთავრობის სახელმძღვანელოში

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს გზამკვლევს საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესისათვის, თუ როგორ იმოქმედონ ბრიტანულ სანქციებთან შესაბამისად.

27 ივნისს გამოქვეყნებული ვრცელი დოკუმენტის სახელია: „გაერთიანებული სამეფოს სანქციები: სახელმძღვანელო მითითებები ქართული ბიზნესებისთვის“.

დოკუმენტი ეხება ფინანსურ, ასევე სავაჭრო სანქციებს.

„თქვენ შეიძლება დაგეკისროთ სანქციები“ ან „თქვენ შეიძლება მაღალი რისკის მატარებლად მიგიჩნიონ გაერთიანებული სამეფოს მიმწოდებლებმა“, – ეუბნება ბრიტანეთის მთავრობა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს.

ეს იმ შემთხვევებში, თუკი ბიზნესი ან მისი მფლობელი „ჩართულია საქმიანობაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრას“.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოთხოვნილია „ოცნების“ ლიდერების სანქცირება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელი

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ” - 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 97-მა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა