მთავარისაზოგადოებაშიშის ინდუსტრია და კოლაბორაცია: როგორ აიძულებს რეჟიმი ქართველს, საკუთარ სახლში მორჩილი...

შიშის ინდუსტრია და კოლაბორაცია: როგორ აიძულებს რეჟიმი ქართველს, საკუთარ სახლში მორჩილი იყოს

საქართველოში უკვე ღიად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების მორალური გატეხვის, დათრგუნვისა და მასში რუსეთის შიშის დანერგვის კამპანია. რეჟიმის მთავარი გზავნილი მარტივი და სამარცხვინოა: ხმის ამოღება არ გაბედოთ, რუსს მხოლოდ უნდა ეახლოთ და ემსახუროთ, რადგან ჩვენსავე სამშობლოში მას ჩვენზე მეტი უფლება აქვს. ხოლო ჩვენ — საკუთარი ღირსებისა და ოჯახის დაცვის უფლებაც კი გვერთმევა.

ეს არ არის შემთხვევითი ყოფითი უსამართლობა. ეს არის კლასიკური ავტორიტარული რეჟიმების ძირითადი სამოქმედო გეგმა.

შიშით მართვის ანატომია

ავტორიტარიზმის მთავარი საყრდენი მტრის ისეთი ყოვლისშემძლე ხატის შექმნაა, რომელიც საზოგადოებაში გარდაუვალ პარალიზებასა და ფლეგმატურობას იწვევს. ხალხს ართმევენ პროტესტის უნარს, რათა შემდგომ თავად რეჟიმი მოევლინოს საზოგადოებას “მშვიდობის ერთადერთ გარანტად” და ერთადერთ “მხსნელად”.

ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი საკუთარ მოქალაქეებზე:

  • მოქალაქის დეგრადირება: როდესაც ადამიანს არწმუნებ, რომ პროტესტს აზრი არ აქვს და თავდაცვაც კი “დამნაშავეობად” ითვლება, ის კარგავს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.
  • მტრის ინტერესების ლეგიტიმაცია: ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს სრულ ინდულგენციას, ხოლო ადგილობრივი მცხოვრები ხდება მეორეხარისხოვანი, უუფლებო სუბიექტი.

მშვიდობის ნიღაბქვეშ ამოფარებული ღალატი

სინამდვილეში, მსგავსი რეჟიმები და ავტოკრატი მმართველები მოქმედებენ არა ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ პირდაპირ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. “მშვიდობის” ლოზუნგებს ამოფარებული ხელისუფლება ღია კოლაბორაციაშია მტერთან.

როდესაც სახელმწიფო სისტემა საკუთარი ხალხის დაჩმორებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ამას უკვე აღარ ჰქვია პოლიტიკა — ეს არის საკუთარი ერისა და სამშობლოს პირდაპირი ღალატი.

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები
Google search engine

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური ძალაუფლების სისტემა: საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის მიზეზები და შედეგები

სტატიაში საუბარია მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და არა სამართლებრივ.2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე დაგროვილია საკმაოდ დიდი მასალა. 1. დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური მოშლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა