შაბათი, აპრილი 27, 2024
Google search engine
მთავარიეკონომიკააშშ-ის სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და...

აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე

  • ექსკლუზივი 

რა ადგილი ეთმობა შავი ზღვის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტში საქართველოს და განსაკუთრებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მშენებლობას შავ ზღვაზე. ამასთან, საქართველოს შავიზღვისპირეთში ანაკლიის პორტის მშენებლობა არის თუ არა პრიორიტეტული და ასევე, დაინტერესდება თუ არა ამერიკული მხარე ხსენებული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ინვესტირებით.

Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ამ შეკითხვებით მიმართა.


Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი იქნება უმნიშვნელოვანესი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხსენებული პროექტის გამჭვირვალობა. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე.


ამერიკის შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ეკონომიკასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველოს, რომ პროექტი განხორციელდეს გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის დაცვით და ითვალისწინებდეს საქართველოს მოქალაქეების გრძელვადიან უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.


  • რაც შეეხება შავი ზღვის მიმართ აშშ-ის სტრატეგიას, ის შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური იძულებისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე.

სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რომ უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას.


შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს პარტნიორობას იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის.

სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ – განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.


გარკვეული კონტექსტი

ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა.


უფრო კონკრეტულად კი, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისის განცხადების თანახმად, მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტიანობას.


ამასთან, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ასევე, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.

ამავე განცხადების თანახმად, ჩინეთი საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს შეისწავლის.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინეთის მიმდინარე აქტივობებს ახლოდან დააკვირდებიან.


ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საკითხზე Europetime-ის შეკითხვას ჩინეთის ელჩმა გასული წლის ბოლოს უპასუხა. ამერიკული მხარეს კი, ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილისსენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს.

ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს.

წყარო: europetime.eu

დაკავშირებული სტატიები
უახლესი ამბები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

Google search engine

პოლიტიკა

14 სენატორი საქართველოს პრემიერს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ

შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების...

ეკონომიკა

საზოგადოება

სამართალი

სხვა